in

რატომ უნდა ისაუბრონ ლიდერებმა თავიანთ ნაკლზე?

მართალია, აქამდე ხელმძღვანელები ცდილობდნენ, ძლიერები და უნაკლოები გამოჩენილიყვნენ, მაგრამ უახლესი კვლევის მიხედვით, ლიდერობა სრულყოფილებას კი არა, ნამდვილი სახის წარმოჩენას ეხება. როცა თანამშრომლებიც ხედავენ, რომ ხელმძღვანელი ავთენტურია, მათი კეთილდღეობა, ორგანიზაციისადმი ნდობა, შესრულებისა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი უმჯობესდება. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, მართალია, ამ აზროვნებისგან გათავისუფლება არც ისეთი მარტივი საქმეა… დიახ, ზუსტად იმიტომ, რომ ხელმძღვანელებს თავიანთი რეალური სახის გამოჩენა უჭირთ, ისინი შეჩვეულნი არიან ძლიერი მხარის წარმოჩენას, სისუსტეებზე საუბარს კი გამიზნულად არიდებენ თავს. ამის დასადასტურებლად კვლევაში ლიდერებს ჰკითხეს, თუ როგორ გააცნობდნენ მომავალ თანამშრომლებს საკუთარ თავს. უმეტესობამ მხოლოდ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა, თითქმის არავის უხსენებია სუსტი მხარეები, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ იმიჯს გააფუჭებდა. 

რეალურად კი ყველაფერი პირიქითაა — სისუსტეზე საუბარი ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს, თანამშრომელთან ახლო, ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროს. თანაც, რაც უფრო მეტია გამჟღავნების ხარისხი, მით უფრო დადებითი შედეგები მოაქვს მას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელმძღვანელი თავის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული რისკის მიუხედავად, ამას მაინც აკეთებს.

კვლევისას, როცა ლიდერებმა თავიანთ სუსტ მხარეებზე ისაუბრეს, ავთენტურობასთან ერთად, მონაწილეებმა არანაკლებ კომპეტენტურად და თბილადაც აღიქვეს. სხვა სიტყვებით, ნაკლის გაზიარება სარგებელში გადაიზარდა. თუმცა აქ ის არ იგულისხმება, რომ ხელმძღვანელებმა თავიანთი ფარული საიდუმლოებები უნდა გაამჟღავნონ, მათ ადამიანურ ნაკლოვანებებზე უნდა ისაუბრონ და არც ისეთ საკითხებზე, როგორიც პანიკური შეტევა შეიძლება იყოს… 

იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობდა ეს რეალურ ცხოვრებაში, Google-ის აღმასრულებელს სთხოვეს ჩაეწერა ვიდეო, რომელშიც თავის სისუსტეებზე ისაუბრებდა. მაყურებლებმა კი ზუსტად ის საკითხები ახსენეს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

მომდევნო კვლევაში ადამიანებს, რომლებიც უყურებდნენ სიტყვით გამოსვლას, სადაც არავითარი ნაკლი იყო ნახსენები, გამომსვლელზე შთაბეჭდილება დარჩათ, რომ იგი სტრატეგიული თვითრეპრეზენტაციით იყო მოტივირებული, უბრალოდ სურდა, რომ სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა. ხოლო ის სპიკერები, რომლებმაც პირადი ნაკლოვანებები გაამჟღავნეს, დატოვეს შთაბეჭდილება, რომ ლიდერი არ ცდილობდა ინფორმაციის გაფილტვრას, არ მოქმედებდა სტრატეგიულად და მსგავსად, ავთენტურ სახესაც აჩვენებდა. 

თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სისუსტეებზე გამიზნულად საუბარი არ არის საკმარისი ავთენტურობის საჩვენებლად, ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მსმენელები აკვირდებიან, რა განზრახვა აქვს მოსაუბრეს. თუ ისინი მიხვდებიან, რომ მათ მსგავსი საუბარი მოეთხოვებათ, მაშინ ძალისხმევა ფუჭად დაიკარგება. 

დაბოლოს, იმედია, ლიდერები უკეთ გაიაზრებენ, რას მოუტანს მათ სრულყოფილება და რას, ავთენტურობა. პირველი მათგანი მსმენელს ეუბნება, რომ თქვენ თავს სრულად არ წარმოაჩენთ, მეორე კი, პირიქით. მსგავსად, პატიოსან და საიმედო ლიდერადაც აღგიქვამენ და ამისთვის ერთადერთი, რაც გჭირდებათ, თქვენს ნაკლოვანებებზე გულწრფელად საუბარია…

 

წყარო: HBR



როგორ დავძლიოთ „იანვრის უმოქმედობა“ სამსახურში? — 3 მეთოდი

როგორ შეიცვლება სოციალური მედიის ტენდენციები 2023 წელს?