in

3 სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ჭეშმარიტი ლიდერები არასოდეს ამბობენ

„ყველაფერი, რასაც იტყვი, შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“ – ეს სიტყვები, რეალურად თუ არა, რომელიმე ფილმში, ერთხელ მაინც გექნებათ მოსმენილი. თუმცა, მხოლოდ კრიმინალებმა კი არა, ლიდერებმაც უნდა გაითვალისწინონ. თითოეული ფრაზა კარგად აწონდაწონეთ, თორემ, 2 კაციან ჯგუფსაც ვერ უხელმძღვანელებთ. თუ სწორ სიტყვებს შეარჩევთ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაზე კრიზისულ მომენტშიც კი, ნამდვილად კარგი ლიდერი იქნებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„შესაძლებელია . . .“

მარგინალური ლიდერები, ვისაც მენეჯმენტში რაც შეიძლება დიდხანს სურს დარჩენა, ხშირად ამბობენ: „რა იქნება, თუ . . .“ . საუკეთესოები კი ასე იქცევიან – ისინი ნათლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, არასოდეს ამბობენ სიტყვას „შესაძლებელია“, რადგან იციან, გაურკვევლობას იწვევს. ჭეშმარიტი ლიდერები ასე ყველაზე ცუდ თანამშრომლებსაც კი არ ელაპარაკებიან. მათთან ხომ კიდევ უფრო გარკვევით საუბარია საჭირო. მაგალითად, უნდა თქვათ: „ამ ბიუჯეტს არასოდეს დავამტკიცებ“ და არა – „შესაძლოა, განვიხილოთ ეს ვარიანტი“. ზუსტად რომ ეცოდინებათ თქვენი მოსაზრება, ახალ, უფრო რეალურ და დახვეწილ პროექტს გააკეთებენ.

„ჩემი აზრით . . . “

რა პრობლემაა საკუთარი აზრის ქონა? რეალურად – არის. თქვენი შეხედულებები და აზრები კარგია პოლიტიკაში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ არა – სამსახურში. იქ, სადაც გუნდის ხელმძღვანელი ხართ და მათ მიმართულებას აძლევთ, ეს არ იქნება მხოლოდ აზრი ან რჩევა. უკეთესია, ფაქტებით ისაუბროთ ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გაახმოვანოთ. თუ ბიუჯეტზე, სამუშაო სივრცეზე ან მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე  გამოთქვამთ აზრს, თანამშრომლები ამას მითითებად აღიქვამენ და არა – შეხედულების გაზიარებად.

„მე ბოსი ვარ“

ის, რომ ყველაფერი გარკვევით აუხსნათ თანამშრომლებს ან თქვენი აზრი თავზე არ მოახვიოთ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლიდერი ხართ. ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა „ბოსივით“ არ ელაპრაკებოდეთ და ექცეოდეთ მათ. არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თქვენ ღმერთი ხართ, ისინი – მოკვდავები არიან. მიეცით საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ, გამოთქვან აზრი ან გიამბონ თავიანთ იდეებზე. ერთპიროვნული მიდგომა, არასოდეს ამართლებს. მიდგომა – „მე ბოსი ვარ“ – ჭეშმარიტი ლიდერისთვის ყოლვლად მიუღებელი უნდა იყოს.

წყარო: Inc.



რეალური წარმატების საწინდარი მხოლოდ თავმდაბლობაა

Utouch – სახსრების, თვალისა და კისრის მასაჟორი