6
Dec
2018

რა შეიძლება ვისწავლოთ ლიდერობაზე ლებრონ ჯეიმსისგან?

6 Dec 2018

უამრავი დიდი ათლეტი გუნდის ეფექტური ლიდერიც ყოფილა, თუმცა, მათ შორის, ყველაზე დიდი ჯერაც ლებრონ ჯეიმსია.
საკმაოდ ხშირად, ადამიანები თავიანთ ლიდერულ პასუხისმგებლობას ტვირთად მიიჩნევენ ან ამაზე არარეგულარულად მუშაობენ. ტიმ ფერისთან ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსმა სრულიად სხვა პერსპექტივიდან დაგვანახა:

statiebi-bog
statiebi-bog

“ლიდერშიფი არ არის ერთი-ორი დღის, არც ერთი-ორი თვის საქმე, ლიდერობა მარადიულია… როდესაც გუნდურ სპორტს მისდევ და კარგ შედეგებზე გადიხარ, უნდა გესმოდეს, რომ ეს მხოლოდ შენი დამსახურება არაა. წარმატების კიდევ და კიდევ მისაღწევად, საჭიროა მის მიმართ გარკვეული შეხედულება, დამოკიდებულება გაგვაჩნდეს”.

თავად ჯეიმსის ლიდერული მიდგომა მისსავე შედეგებზე აისახება, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. შთამბეჭდავია როგორც მისი პირადი, ისე გუნდური მიღწევები. მისი 14-წლიანი კარიერის მანძილზე, გუნდი NBA-ს ფინალში 9-ჯერ მოხვდა, ხოლო ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა.

მოედნის მიღმა, ქალაქ აკრონში (ოჰაიოს შტატი) ის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეხმარება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში.

ლებრონ ჯეიმსისნაირი ლიდერები საკმაოდ ცოტაა. ამდენად, ჩნდება კითხვა, როგორ ახერხებს, იყოს თანმიმდევრული ლიდერი ყოველდღიურად და ამავდროულად, სხვებსაც ეხმარებოდეს გუნდური წარმატების მიღწევაში?

მთავარი საიდუმლო სტაბილურობაშია – ესაა პრინციპების, ჭეშმარიტებისა და სტანდარტების მუდმივი მიყოლა. ის ხშირად ეშლებათ ინტენსივობაში, თუმცა რეგულარულობა უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, კბილების გახეხვა. ჯანსაღ კბილებს გინარჩუნებთ მათი რეგულარული წმენდა და არა თავად წმენდის ინტენსივობა. რაღაც გაგებით, სწორედ ესაა ნამდვილი ლიდერშიფი.

პრინციპებისა და ქცევითი სტანდარტების მუდმივი დაცვა წარმატებულ ლიდერად გაქცევთ, რომელიც სხვებსაც ეხმარება ფეხზე წამოდგომაში. თუკი სტაბილურობა გაკლიათ, ქმნით ჩამოუყალიბებლობის განცდას და აღძრავთ უნდობლობას ადამიანებში.

უბრალოდ, იფიქრეთ იმ რაღაცებზე, რაც თქვენგან რეგულარულობას ითხოვს: სამუშაო ეთიკა, სხვებისთვის მაგალითის მიცემა, მიზნების დასახვა და მიღწევა, დროულად მისვლა, ძლიერი ურთიერთობების შენება, სხვებისთვის სწავლება, დაუღალავობა, თავდაუზოგავობა, მზრუნველობა და ა.შ.

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, იყავით გამძლე. რაც უფრო სტაბილური ხართ თქვენს ლიდერულ მიდგომაში, მით უკეთეს შედეგებს მიიღებთ.

ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ…
ლიდერებს ბევრნაირი პასუხისმგებლობა აქვთ, თუმცა არცერთია ადამიანების ხელშეწყობასა და მათ ზრუნვაზე უფრო მნიშვნელოვანი. როგორც მაიკ შმიტზმა თქვა: “ლიდერის უმთავრესი მისიაა, აღზარდოს მის გარშემო ადამიანები პროფესიონალური და პერსონალური კუთხითაც.”

რაც მალე გააცნობიერებთ და დაიწყებთ მოქმედებას, ადამიანებზე ზრუნვას, მათი ჩართულობის გაზრდას, მათ დახმარებას, გახდნენ თავიანთი თავის საუკეთესო ვერსია. აი, მაშინ იქნებით ნამდვილი ლიდერი.

ლებრონ ჯეიმსის დიდებულებაზე ბევრის თქმა შეიძლება, როგორც დიდებულ კალათბურთელზე, თუმცა, მისგან, როგორც ლიდერისგან, კალათბურთის მოედნის მიღმაც ბევრის სწავლა შეიძლება.

წყარო: inc.com



განხილვა