„ლიდინი“ უძრავი ქონების affiliate გაყიდვების პლატფორმაა, რომელიც სრულად ავტომატიზირებულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს. ლიდინის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უძრავი ქონების პოტენციური მყიდველი, ანუ ლიდი უძრავი ქონების დეველოპერთან დააკავშიროს. თუ გაგზავნილმა ლიდმა დეველოპერისგან ბინა შეიძინა, გამგზავნი ბინის ღირებულებიდან საკომისიოს იღებს. ანუ, ერთი მხრივ, თუ „ლიდინის“ კლიენტი დეველოპერული კომპანიები შანსს იღებენ, მათი ბინა 2000-ზე მეტმა ბროკერმა გაყიდოს, მეორე მხრივ, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, 1500-დან 10 000 ლარამდე სოლიდური დამატებითი შემოსავალი გამოიმუშაოს.
M: თაკო, გვიამბეთ თქვენს გამოცდილებაზე – როგორ დაიწყეთ ,,ლიდინთან” თანამშრომლობა?
ჩემი თანამშომლობა ლიდინთან პანდემიის პერიოდში დაიწყო. Facebook-ზე ვიდეო შემხვდა, დავინტერესდი და მეტი დეტალის გასაგებად საიტს ვეწვიე. პლატფორმის მუშაობის პრინციპში მარტივად გავერკვიე და მაშინვე გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. როდესაც ვერიფიკაცია გავიარე და ბროკერის სტატუსი მივიღე, აქტიურად ჩავერთე პროცესში.
M: სამუშაო პროცესი რომ გაგვიზიაროთ…
თავიდან რთულად მომეჩვენა ეს ყველაფერი, რადგან არ მქონდა ამ სფეროში საკმარისი გამოცდილება. თუმცა, შემდეგ დავფიქრდი თუ სად შეიძლება ერთიანდებოდნენ ბინის შეძენით დაინტერესებული ადამიანები. სასარგებლო სტატიების გაცნობის და რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ სოციალური ქსელები, განსაკუთრებით Facebook ყველაზე ეფექტური გზაა საქართველოს ბაზარზე მყიდველების (ლიდების) მოსაძიებლად.
გავწევრიანდი Facebook ჯგუფებში, ასევე შევქმენი რამდენიმე რეკლამა, რაშიც მცირე თანხა ჩავდე, ერთგვარი ინვესტიცია. გასაკვირი იყო, რომ მალევე ათეულობით ბინის შეძენით დაინტერესებული ადამიანი გამომეხმაურა და მათი მონაცემები Leadin-ით გადავაგზავნე დეველოპერულ კომპანიებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს აქტივობებს გამოხმაურება ჰქონდა, პირველი 2 თვე გაყიდვა არ ყოფილა. ეს შეიძლებოდა დემოტივატორი ყოფილიყო, რომ არა ლიდინის დიდი მხარდაჭერა. მათი მომხმარებელთან ურთიერთობის სერვისი ძალიან კარგად მუშაობს და ფაქტიურად ყოველთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დროს შემიძლია დავუსვა ნებიმისმიერი ტიპის შეკითხვა და ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად.
მალევე მივხვდი, რომ პროცესის პოზიტიურ მხარეზე ვკონცენტრირებულიყავი, ანუ იმაზე რომ მე უკვე მქონდა ბინის პოტენციური მყიდველებისგან დიდი გამოხმაურება, დანარჩენი კი უბრალოდ დროის ამბავი იყო.
M: რა გამოარჩევს ,,ლიდინს” გაყიდვების სტანდარტული არხებისგან?
ლიდინი უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის დეცენტრალიზაციას გულისხმობს. დეველოპერული კომპანიები, მისი საშუალებით მყიდველთა ისეთ ჯგუფებში აღწევენ, რომლებში შეღწევაც ტრადიციული რეკლამირებით რთულია და საკმაოდ დიდ ბიუჯეტს მოითხოვს. დეველოპერულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მუდმივად სწორ მომენტში და სწორ ადგილას იყვნენ.
ბროკერებისთვის კი, პლატფორმა სოლიდური თანხის გამომუშავების შესაძლებლობას ქმნის. აბსოლუტურ გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ გაგზავნილმა ლიდმა შეიძინა ბინა, ისინი აუცილებლად მიიღებენ კუთვნილ შემოსავალს. ამის გარანტიას პლატფორმის გადამოწმების უნიკალური სისტემა გვაძლევს, რომელიც ლიდინის გუნდმა შექმნა. მისი საშუალებით ალბათობა იმისა, რომ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერი გზებით შეეცდება დაკისრებული გადასახადისთვის თავის არიდებას, პრაქტიკულად არ არსებობს. პლატფორმაზე ბროკერების დაცულობას და მოტივაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
M: როგორ მიხვედით იმ შედეგებამდე, რაც ამ დროისთვის გაქვთ?
საბოლოოდ მივიღე ის შედეგი, რომ ერთ თვეში ჩემ მიერ გაგზავნილმა მყიდველებმა 5 ბინა შეიძინეს. როდესაც პირველი ბინა გაიყიდა და თანხა ჩამერიცხა ვერ ვიჯერებდი, რომ ამ გზით შევძელი ასეთი თანხის გამომუშავება. ყველა ეჭვი ერთდროულად გაქრა და ჩემი მოტივაცია გაათმაგდა.
ამ საქმისთვის უფრო მეტი დროის დათმობა დავიწყე. პირველს მეორე მოჰყვა და ა.შ. ფინანსური შემოსავლის გარდა, კიდევ უფრო საინტერესოდ ლიდების მოძიების პროცესი მეჩვენა, რადგან სამუშაოს დაწყებიდან დღემდე უამრავი ბინის მაძიებელი ადამიანი გავიცანი. ისინი თავიანთ ამბებს და ემოციებს მიზიარებენ. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ეს მათთვის და რამხელა როლს ვთამაშობ ამ პროცესში.
ამ ეტაპზე ვცდილობ კიდე უფრო მეტად გავზარდო გაგზავნილი ლიდების რაოდენობა და დამატებითი ხელსაწყოები ავითვისო მათ მოსაზიდად.
რამდენიმე დღის წინ ,,ლიდინმა’’ შეგვატყობინა, რომ ზაფხულის საუკეთესო ბროკერს „მეტა აკადემიის” ციფრული მარკეტინგის კურსს დაუფინანსებს.
ყველანაირად ვეცდები, რომ ზაფხულის საუკეთესო ბროკერი გავხდე და ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარო, რომელში მიღებული ცოდნაც შემოსავლის გაზრდაში ძალიან დამეხმარება.
[R]