in

როგორ წარვმართოთ კომპანია წარმატებისკენ, ქაოტურ სამყაროში

თანამედროვე ლიდერებს უფრო დიდი მიზნები სჭირდებათ, ვიდრე უბრალოდ ის, რომ გაუძლონ ან უპასუხონ ამ ერთი შეხედვით, დაუსრულებელ შოკებს. მიუხედავად იმისა, რომ „დაცვაში თამაში“ შეიძლება საჭირო იყოს, ეს თავისთავად საკმარისი არ არის. ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთი ორგანიზაციების ამ ახალ გარემოში განვითარება. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე სტრატეგია ამის მისაღწევად.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს

კრიზისი არის სტრესული და ემოციური ზარალი. Covid-19 პანდემიის შემდეგ, ორგანიზაციები უფრო მეტად ორიენტირდნენ თავიანთი თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობაზე.

აღმასრულებელი დირექტორები ამბობენ, რომ ორგანიზაციული მდგრადობის ასაშენებლად, აუცილებელია მათი თანამშრომლებისთვის მზრუნველი და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ლიდერებმა ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ, და შემდეგ სხვებზე, როგორც ეს თვითმფრინავში ჟანგბადის ბალონის მორგებისას ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისები ლიდერებს ნდობის გამოვლენას მოითხოვს, ისინი არ უნდა ეცადონ იყვნენ სუპერგმირები, არამედ აღიარონ, რომ ისინიც მხოლოდ ადამიანები არიან.

კარიერის დასაწყისში Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დონაჰომ მიიღო მნიშვნელოვანი რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სპორტსმენები ეყრდნობიან გუნდს, რომელიც ფოკუსირებულია მათ კეთილდღეობაზე, ბიზნეს ლიდერები ხშირად სისუსტის ნიშნად თვლიან დახმარების მიღებას. დონაჰო ახლა იწყებს თავის დღეს ვარჯიშით, მედიტაციითა და მადლიერების პრაქტიკით. ის აქტიურად ეძებს სხვებს, ვისაც მისთვის სასარგებლო რჩევების მიცემა შეუძლიათ. ის თავის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვას თავისი საქმის ნაწილად თვლის და გარშემომყოფებსაც იმავეს მოუწოდებს.

იხელმძღვანელეთ ღირებულებებით

ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები გვახსენებს იმას, რაც მნიშვნელოვანია, რათა გაურკვევლობის ნისლში არ დავიკარგოთ. სამყაროში, რომელსაც მზარდი ცვალებადობა ახასიათებს, ჩვენი აღმასრულებელი დირექტორიები ხაზს უსვამენ ლიდერობის ორიენტირების მნიშვნელობას ისეთი ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების ირგვლივ, რომლებიც სტაბილური რჩება მაშინაც, როდესაც გარემო ტურბულენტურია.

დაინახეთ შესაძლებლობები

ყველაზე რთული სიტუაციებიც კი გვთავაზობს შესაძლებლობებს. აღმასრულებელი დირექტორები გირჩევენ, დატოვოთ ოფისი და გახვიდეთ, მოუსმინოთ კლიენტებს და წინა ხაზზე მყოფ თანამშრომლებს, გაიგოთ მათი საჭიროებები და გადაწყვიტოთ, როგორ დააკმაყოფილოთ ისინი.

Covid-ის პანდემიის ყველაზე რთული პერიოდის განმავლობაში, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის აუცილებელი იყო თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა. ობიექტების დახურვის ფონზე, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ბიზნესს, Ecolab-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტოფ ბეკმა გააზიარა, თუ როგორ მჭიდროდ თანამშრომლობდა ის და მისი გუნდი ძირითად მომხმარებლებთან, როგორიცაა მაკდონალდსი, რათა შეემუშავებინათ სადეზინფექციო პროტოკოლები და სერტიფიკატები, რამაც ხელი შეუწყო ამ ინდუსტრიების განახლებას.

გადახედეთ თქვენს დიდ მიზნებს

გარე შოკებმა შეიძლება ზოგჯერ ეჭვქვეშ დააყენოს ბიზნესის ან თუნდაც მთელი ინდუსტრიის არსებობა. რამდენადაც კლიმატის ცვლილების შედეგები უფრო ფართო და მძიმე ეფექტისაა, ისინი რისკების გაერთიანების მექანიზმებს მაქსიმუმამდე ტვირთავენ და მზღვეველებს აიძულებენ იფიქრონ ალტერნატივებზე.

გადააფასეთ, რა მიგაჩნიათ გამარჯვებად

ბევრმა თანამშრომელმა შეიცვალა შეხედულება სამუშაოსა და კარიერაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგალითად, ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომელთა მხოლოდ 27%-ს აქვს ჯანსაღი ურთიერთობა სამუშაოსთან, ხოლო მეორემ დაადგინა, რომ თანამშრომლების უმეტესობას უფრო მეტად აინტერესებს მათი კომპანიის გავლენა მსოფლიოში, ვიდრე ბიზნესის წარმატების ტრადიციული საზომი, როგორიცაა ფინანსური მეტრიკა.

უზრუნველყავით ენერგია

ამჟამინდელი გარემო იმდენად დამღლელია თანამშრომლებისთვის, რომ ლიდერის მთავარი პასუხისმგებლობაა გახდეს მთავარი ენერგიული ხელმძღვანელი.

წყარო: HBR



სულსწრაფი ემოციების კაფსულა ზუმერისგან

Adobe-ის გრაფიკული დიზაინის გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ქართველი მონაწილეების შეფასებები