in

სიახლე ნიდერლანდებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის – LEAF

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის მოსამზადებელი ცენტრი მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის შესწავლა, საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისათვის მომზადება და/ან სწავლა საზღვარგარეთ. ცენტრში მსურველები ემზადებიან აკადემიურად და იღებენ დახმარებას უნივერსიტეტებისა და პროგრამების სწორად შერჩევაში, საჭირო საბუთების შეგროვებაში, საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების მოპოვებაში, ესსეებისა და სამოტივაციო წერილების წერაში და ა.შ. ცოტა ხნის წინ, ცენტრმა ნიდერლანდების უნივერსიტეტებთან მიაღწია შეთანხმებას, რითაც გზა გაუხსნა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს. დეტალებზე LEAF-ის გენერალური დირექტორი გივი გუნცაძე გვესაუბრა.

BOG
BOG

M: რა სიახლე გაქვთ ქართველი სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს სწავლის გაგრძელება?

ამ ეტაპზე სიახლე გვაქვს ნიდერლანდების უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. ცენტრის მუშაობის შედეგად ქართველ აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებისთანავე შეეძლებათ ჰოლანდიის წამყვან უნივერსიტეტებში ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელება. ჩვენს მომხმარებლებს ასევე ვაძლევთ საშუალებას, რომ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ღირებულების დაფარვამდე შეამოწმონ, განიხილავს კონკრეტული ფაკულტეტი მათ აპლიკაციას, თუ არა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება განაცხადის ოფიციალურად გაკეთებასთან დაკავშირებით.

აქვე უნდა ვახსენოთ, რა პრობლემა არსებობდა. ნიდერლანდების კვლევითი უნივერსიტეტები ქართველ სკოლადამთავრებულთა აპლიკაციებს არ განიხილავდნენ, რადგან ჰოლანდიის განათლების სამინისტროს კონტრაქტორი ორგანიზაციის, NUFFIC-ის რეკომენდაციის მიხედივთ, ქართული ატესტატი არ უთანაბრდება ჰოლანდიურ ატესტატს.

ქართველი სტუდენტები ჰოლანდიურ კვლევით უნივერსიტეტებში სწავლას იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ პირველ კურსს საქართველოში დახურავდნენ,  თუმცა, შემდეგ ჰოლანდიაში მაინც პირველ კურსიდან მოუწევდათ სწავლის დაწყება. ალტერნატიულ ვარიანტს კი ჰოლანდიაში 1 წლიანი მოსამზადებელი კურსის გავლა წარმოადგენდა, თუმცა ამ შემთხვევაში არანაირი გარანტია და არც უპირატესობა ქართველ სტუდენტებს არ ენიჭებოდათ. მოკლედ რომ ვთქვათორივე შემთხვევაში მოსწავლეს უწევდა 1 წლის დაკარგვა და დამატებითი დანახარჯების გაწევა.

ამერიკულქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის წარმომდგენლები ვეწვიეთ  ჰოლანდიის 11 წამყვან კვლევით უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ-კოლეჯს:

Amsterdam University College (AUC)

VU – Vrije Universiteit Amsterdam

Leiden University

Leiden University College The Hague

Erasmus University

Erasmus University College

Maastricht University College (MUC)

Tilburg University

University College Tilburg

University College Groningen

University College Utrecht (UCU)

ჩვენ განვიხილეთ არსებული ბარიერის მოხსნის გზები. ამ ეტაპზე, გვსურს 1 ზედმეტი წლის სწალება ჩავანაცვლოთ დამატებითი აკადემიური კრიტერიუმით. ნაწილ უნივერსიტეტთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, ნაწილთან განხილვის პროცესშია. უნივერსიტეტებს ბარიერის მოსახსნელად 3 გზას ვთავაზობთ:

პირველ შესაძლო ვარიანტად შეგვიძლია განვიხილოთერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საქართველოში. ასეთ შემთხვევაში ნიდერლანდების უნივერსიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას ქართველი მოსწავლის შესახებ მიიღებს მას შემდეგ, რაც მოსწავლე ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და გადალახავს წინასწარ განსაზღვრულ ბარიერს.

მეორე მეთოდი არის SAT-ის გამოცდის ჩაბარება. აქაც ეროვნული გამოცდის მსგავსად, მოსწავლემ უნდა გადალახოს წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ქულა. თუმცა SAT-ის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მეტია სასწავლებელში მოხვედრის  შანსი.

მესამე ასეთ ვარიანტად განიხილება სკოლის ატესტატთან ერთად საატესტატო გამოცდის ქულების გაგზავნა. საქართველოში ყველა მოსწავლე იღებს ერთნაირ ატესტატს, შესაბამისად, მხოლოდ ატესტატი არ იძლევა სრულ ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური ცოდნის შესახებ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტების მხრიდან არ არსებობს რაიმე უარყოფითი წინასწარგანწყობა ქართველი სტუდენტების მიმართ და მზად არიან ითანამშრომლონ აღნიშნული ბარიერის აღმოსაფხვრელად. მოლაპარაკება ასევე მიმდინარეობს Nuffic-თან.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ეს ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ქართველი აპლიკანტები აღმოჩნდნენ თანაბარ პირობებში სხვა ევროპელ აპლიკანტებთან ერთად და არ ეთქვათ უარი მხოლოდ ატესტატის წარმომავლობის საფუძველზე. საუბარი არ არის ქართველი სტუდენტებისთვის პრივილეგიების მოპოვებაზე.  

M: რომელ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობთ?

ჩვენი ცენტრის უპირატესობას სწორედ ის წარმაოდგენს, რომ აპლიკანტი შეზღუდული არ არის უნივერსიტეტებში. ჩვენ მათ ვთავაზობთ მსოფლიოს ნებისმიერ ინგლისურენოვან უნივერსიტეტს. თუმცა, ამავდროულად, ვთანამშრომლობთ ევროპისა და ამერიკის 50-მდე უნივერსიტეტთან.

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დახმარებით ქართველი სტუდენტები სწავლობენ ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა:

  • MIT – Massachusetts Institute of Technology
  • Yale University
  • Brandeis University
  • Colby College
  • Colgate University
  • Hamilton College
  • Kalamazoo College
  • Kings College NYC
  • Lynn University
  • Manhattanville College
  • Skidmore College
  • University of Chicago-Illinois (UIC)
  • West Virginia University

European Universities

  • American University in Bulgaria
  • American University in Paris (France)
  • American University in Rome (Italy)
  • Franklin College (Switzerland)
  • Jacobs University in Bremen (Germany)
  • Oxford University (UK)
  • St. Louis University (Madrid, Spain)

M: რა პირობებს სთავაზობთ და როგორ შეიძლება თქვენთან თანამშრომლობა?

ზოგადად, ცენტრს აქვს ძალიან მოქნილი საფასო პოლიტიკა. გვაქვს მომსახურების სხვადასხვა პაკეტები და ამ პაკეტს ირჩევს აპლიკანტი. თუ აპლიკანტი ირჩევს მხოლოდ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტს, მაშინ ცენტრი მას ემსახურება სრულიად უფასოდ. ხოლო თუ შერეულს, ან მხოლოდ არაპარტნიორ უნივერსიტეტებს – ფასი 200 ლარიდან იწყება. ჰოლანდიის უნივერსიტეტებიც ამ პაკეტებს მოერგება.

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი აპლიკანტი?

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს არა ჩვენს, არამედ უნივერსიტეტის მოთხოვნებს. სხვადასხვა უნივერსიტეტს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. რაც უფრო პრესტიჟულია სასწავლებელი, მით მაღალია მათი მოთხოვნების კოეფიციენტი. ერთი, რაც უდავოდ საჭიროა, ეს ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატია – მაღალი ქულით (IELTS, ან TOEFL.). ასევე, მაღალი GPA (სკოლის ან უნივერსიტეტის ნიშნების საშუალო მაჩვენებელი). შესაბამისი ესსეების დაწერასა და აპლიკაციის სწორად შევსებაში უკვე ცენტრი დაეხმარება აპლიკანტს.  

„ლამაზიას“ ღუნღულა სამოსი – ქართული სტარტაპი

ქართველი „მავერიკები“: გიგი გვალია