in

რაც ერთ ყურში შედის მეორედან არ გამოდის! ანუ, როგორ ვისწავლოთ სწავლა

Boy, 4 years, tying shoelaces

ბევრ ადამიანს შეცდომით ჰგონია, რომ სწავლის უნარი ინტელექტს უკავშირდება. მათთვის, ეს არის შეუცვლელი ნიჭი, გენეტიკური ნიშანი, ისევე, როგორც თვალის ან კანის ფერი, სიმაღლე, თუ სისხლის ჯგუფი. ასეთი ადამიანები უთმობენ შემეცნების პროცესს ნაკლებ ყურადღებას. ისინი, სწავლის სტრატეგიის შემუშავებისა და გამოყენების გარეშე, ხმარობენ ფრაზებს, როგორიცაა – „პრაქტიკას მივყავართ სრულყოფილებამდე“. ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და იწვევს კითხვებს – ნიშნავს, თუ არა პრაქტიკა ერთი და იმავე უნარის გამუდმებულ გამეორებას? საჭიროებს პრაქტიკა შეფასებას/გამოხმაურებას? უნდა იყოს პრაქტიკა რთული, თუ უმჯობესია იყოს სახალისო?

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

კვლევების დიდი რაოდენობა ნათლად აჩვენებს, რომ სწავლის უნარი არის გამომუშავებადი და არა თვითნაბადი. სტრატეგიისა და პრაქტიკის მიზანმიმართული გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სწავლის უნარი და გავამდიდროთ ჩვენი ადამიანური თუ პროფესიული გამოცდილება.

როგორ შეიძლება დასწავლის სტრატეგიები იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნედლი ჭკუა, როდესაც საქმე ეხება საჭირო გამოცდილების მიღებას?

ჰოლანდიელმა მეცნიერმა, მარსელ ვეენმანმა დაამტკიცა, რომ როცა საქმე ეხება რაღაც ახლის ათვისებას, ადამიანები, რომლებიც ხშირად აანალიზებენ საკუთარ ფიქრის პროცესსა და აზრებს, სჯობნიან მათ, ვისაც ცამდე მაღალი IQ აქვს. მისი კვლევა გვაჩვენებს, რომ ამა თუ იმ საკითხში პროფესიონალად ქცევის ვადებში, იმაზე ფოკუსირება, თუ როგორ ვიგებთ მასალას, 15%-ით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანდაყოლილი ინტელექტი.

როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი დასწავლის უნარები?
გაერკვიეთ თქვენს მიზნებში და შეიმუშავეთ მათი მიღწევის გზები. ეფექტური სწავლება ყოველთვის არ არის პროექტის მენეჯმენტის დამსახურება. ადამიანური გამოცდილების გასავითარებლად, პირველ რიგში, უნდა დავისახოთ მიღწევადი მიზნები, იმის შესახებ, თუ რისი სწავლა გვინდა. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სტრატეგიები, რომლებიც დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. სწავლის თარგეთირებული მიდგომა დაგვეხმარება თავი გავართვათ ყველა ხელისშემშლელ გრძნობას, რომელიც ასოცირებულია გამოცდილების მიღებასთან და იწვევს კითხვებს: ვარ საკმარისად კარგი? რა მოხდება, თუ ვცდები? ხომ არ არის რაღაც სხვა, რასაც უნდა ვაკეთებდე, ანუ რასაც უკეთ გავაკეთებდი? 

რამდენადაც საკუთარი თავის მსგავსი კითხვებით ჩაკირკიტება არის ნორმალური, იმდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს იგი. სტანფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა ამბობს, რომ ამ ტიპის ნეგატიურ ემოციებს შეუძლიათ სწრაფად მოგვწყვიტონ რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობას. პლუს ამას, ჩვენ ვართ გაცილებით მონდომებული, თუ ვავითარებთ ჩვენს გეგმას ცხადი ობიექტების მიხედვით. ამ მიმართულებით, კვლევები აჩვენებს, რომ ნათელი მიზნებით მოქმედი ადამიანები ახდენენ შთაბეჭდილებას ბუნდოვანი მისწრაფებების მქონე ადამიანებზე.

რა არის ბუნდოვანი მისწრაფება?
„აი, მინდა, რომ კარგი საქმე ვაკეთო“, „მინდა, მშვიდი სამსახური მქონდეს“, „კარგხელფასიანი სამსახური დამხატავდა“ და ა.შ. იმისათვის, რომ გქონდეთ რაღაც ახლის ათვისების, სწავლის მოტივაცია, უნდა ხედავდეთ მის პრაქტიკაში გამოყენების გზას, ანუ უნდა გქონდეთ მიზანი, კონკრეტული და არა აბსტრაქტული. კვებით დაწესებულებაში როცა შედიხართ, გასაგებია, რომ გინდათ საკვები, მაგრამ ოფიციანტს უნდა უთხრათ, კონკრეტულად რომელ კერძს მიირთმევთ. აირჩიეთ კონკრეტული მიზანი და სწავლის პროცესიც გამარტივდება.

იფიქრეთ ფიქრზე
ფსიქოლოგებისთვის მეტაკოგნიტურობა ეს არის „ფიქრი ფიქრზე“ და იმის შემოწმება, თუ როგორ იცი ის, რაც იცი. დაგისვამთ, თუ არა საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვები: ნამდვილად სრულად გავიგე ეს იდეა? შემიძლია წარვუდგინო/ავუხსნა იგი მეგობარს? რა არის ჩემი მიზანი? მჭირდება, თუ არა მეტი ცოდნა იმისათვის, რომ ეს მასალა სრულყოფილად ავითვისო? თუ მჭირდება მეტი პრაქტიკა? როცა საკითხი ეხება სწავლას, უდიდესი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ვერ აღწევენ საკმარის მეტაკოგნიტურობას. ნაცვლად ზემომოყვანილი კითხვების დასმისა, ისინი არ წყვეტენ ეჭვებს და საკუთარი თავის გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, სწავლის შედეგად, რეალურად მიიღებენ საჭირო უნარს, თუ უბრალოდ, ინფორმაციას, რომელიც, შესაძლოა, არ გამოადგეთ. საკითხი არ ეხება იმას, რომ რაღაც შედის ერთ ყურში და გამოდის მეორედან, ინდივიდები არ უბიძგებენ საკუთარ თავს იფიქრონ თავიანთ ფიქრზე.

დააკვირდით განვლილ სწავლებას (სწავლების რეფლექსია) 
ცოტა ხნით, უნდა დავტოვოთ მოსწავლის პოზიცია, იმისათვის, რომ გავიგოთ ბევრი რამ, ჩვენი სწავლის პროცესის შესახებ. მაგალითად, კოლეგასთან დისკუსიაში შესვლის შემდეგ, ყველაზე კარგი არგუმენტები მოდის მაშინ, როდესაც ჭურჭელს ვრეცხავთ. წაიკითხეთ პროგრამული უზრუნველყოფის მენიუ და მისი კარგი გაგება შეიძლება თავში მოგივიდეთ მას შემდეგ, რაც დახურავთ ყველა ფანჯარას. სწავლის შემთხვევაშიც, ამ ტიპის თვითდაკვირვება და ანალიზი საჭიროებს მშვიდ მომენტს. შესაძლოა, ჩვენ ჩუმად ვწერთ ესეს კუთხეში, ან ვსაუბრობთ საკუთართ თავთან, როცა შხაპის ქვეშ ვბანაობთ. თუმცა, რეფლექსია აუცილებლად მოიცავს კოგნიტურ სიმშვიდეს, სიჩუმეს, მომენტს კარგი ინტროსპექციისთვის.

ძილი არის არაჩვეულებრივი მაგალითი ამ იდეის საილუსტრაციოდ. ჩვენ ვაწესრიგებთ ჩვენს ცოდნას როცა ვთვლემთ, ან ღრმად გვძინავს. ერთ-ერთი უახლესი კვლევა გვიჩვენებს, რომ კარგი საღამოს თვლემას/ძილს შეუძლია შეამციროს პრაქტიკის საჭიროების დრო 50%-ით.

კოგნიტური სიმშვიდის იდეა გეხმარებათ ახსნათ, რატომ არის ასე განსხვავებული უნარების გამომუშავება, როდესაც ვართ სტრესში, ვართ გაბრაზებული, ან მარტოსული. როდესაც გრძნობები გაივლიან ჩვენს ტვინში, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პროდუქტიულები. ამისათვის, გვჭირდება მენტალური, ფიზიკური შესვენება.

ინდივიდებისთვისა და კომპანიისათვის, რომლებიც ეძებენ საუკეთესო თანამშრომლებს, კარგი ამბავი არის ის, რომ სწავლა არის დასწავლადი ქცევა. იყოთ ყველაზე სწრაფი ათვისების უნარის მქონე არ ნიშნავს, რომ ყველაზე ჭკვიანი ხართ. თქვენ უნდა ისწავლოთ როგორ ისწავლოთ. თქვენი სწავლის მიზნების გონივრული ორგანიზებით, თქვენს ფიქრზე ფიქრითა და თქვენს სწავლის პროცესზე დაკვირვებით. ამ გზით, შეგიძლიათ იქცეთ უკეთეს მოსწავლედ.



დისტანციურად მართვადი ტრიმერი ბალახის გასაკრეჭად – UPDATE

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე!