in

როგორ გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები გადაწყვეტილების მიღებისას?

გადაწყვეტილებები ჩვენს სამომავლო შედეგსაც განაპირობებს და იმ ქცევით მოდელსაც, თუ როგორ მოვიქცევით მომდევნო ჯერზე, მსგავს სიტუაციაში. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავიაზრეთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვეცადეთ ამ ყველაფრიდან გაკვეთილი გამოგვეტანა. რა გისწავლიათ მიღებული გადაწყვეტილებებიდან? ზოგჯერ, გვიწევს შეცდომის დაშვება და მხოლოდ შემდეგ ვხედავთ, რა უნდა გაგვეკეთებინა სხვანაირად. თუ გადაწყვეტილების მიღების წინაშე ხართ და გსურთ, ამჯერად წარსული გამოცდილება ეფექტურად გამოიყენოთ, გირჩევთ დასვათ შემდეგი კითხვები:

რა გადაწყვეტილების წინაშე დგახართ ახლა?

გააზრებული გადაწყვეტილების პროცესის პირველი ნაბიჯია ნათლად გავიაზროთ მიმდინარე პრობლემა, რომლის გადაჭრაც გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მარტივად ჟღერდეს, ხშირად ადამიანები ამ ნაბიჯს ტოვებენ. ამან შეიძლება არასრულ ან არადამაკმაყოფილებელ გადაწყვეტამდე მიიყვანოს. ზოგჯერ ადამიანები პრობლემის გადაჭრას იწყებენ პრობლემის შიგნიდან და მას ძალიან ვიწროდ განსაზღვრავენ, ან თვით პრობლემასაც კი გამოტოვებენ და პირდაპირ გადავლენ გადაწყვეტაზე, რომლის მიღწევაც სურთ. მაგალითად, სტეისიმ თავდაპირველად შემდეგნაირად განსაზღვრა თავისი პრობლემა: „მინდა შევქმნა ახალი მთავარი საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიცია და დავიქირაო ვინმე, ვინც კარგად არის კვალიფიცირებული ამ როლისთვის, ვინც კარგად მოერგება ჩვენს ორგანიზაციას და ვინც წლების განმავლობაში დარჩება ამ პოზიციაზე.“ მაგრამ ეს განცხადება უფრო მეტად მის იმედებსა და ოცნებებს ეხებოდა. ის არ ეხებოდა იმ პრობლემას, რომელიც მას რეალურად უნდა გადაეჭრა.

რა არის სტრესული თქვენთვის ამჟამინდელ გადაწყვეტილებაში და რა არის თქვენი ჩვეული მიდგომა მის გადასაჭრელად?

ეს კითხვა გეხმარებათ შეამციროთ გაურკვევლობა ორი გზით. პირველ რიგში, იმის იდენტიფიცირებაა, რაც არაკომფორტულია თქვენ წინაშე მდგარ გადაწყვეტილებაში, წინ წამოწევს გაურკვევლობას, რათა შეძლოთ მისი უფრო სრულად შესწავლა რეფლექსიის კითხვების დასრულებისას. ეს სასარგებლოა, რადგან სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან ის მოთხოვნას უყენებს ჩვენს კოგნიტურ რესურსებს. ეს, თავის მხრივ, შეიძლება ზღუდავდეს ჩვენს უნარს მივიღოთ ახალი გადაწყვეტილებები და შევეგუოთ ცვლილებებს, რაც ტვინს უბიძგებს მიმართოს ძალისხმევა გადაწყვეტილების ჩვეულებრივად მიღებისკენ.

რა არის ერთი ან ორი წინა გადაწყვეტილება, რომლისგანაც გსურთ ისწავლოთ? რა არ წავიდა კარგად და რატომ?

თქვენ ვერ დაიწყებთ ქცევების შეცვლას – მათ შორის გადაწყვეტილების მიღების ქცევებს – სანამ არ შეხვდებით მათ. ეს კითხვები გეხმარებათ პირდაპირ შეხედოთ წარსულ შეცდომებს, რათა ჩამოაყალიბოთ, რა წარიმართა არასწორად.

რა დაშვებები გააკეთეთ, რომლებმაც ხელი შეუწყო იმ შედეგის დადგომას?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაძლევთ შესაძლებლობას გამოიტანოთ გაკვეთილები თქვენი წარსული გადაწყვეტილებებიდან. თქვენმა პასუხებმა შეიძლება დაგარწმუნოთ რომელიმე ასპექტში, რომელიც მოგწონთ და ან გსურთ შეცვალოთ.

როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილი თქვენ მიერ გააზრებული შეცდომიდან ამჟამინდელ გადაწყვეტილებაში, რომლის წინაშეც დგახართ?

ეს კითხვა საშუალებას გაძლევთ შეხედულებად და ქმედებად გარდაქმნათ ის, რაც ისწავლეთ. წარსულის პრობლემების გაანალიზებითა და ახსნით, თქვენ ახლა უკეთ ხართ პოზიციონირებული, დაინახოთ ქმედებები, ჩვევები და პატერნები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება უხილავი იყოს. ეს მნიშვნელოვანი პერსპექტივა შეიძლება დაგეხმაროთ იმავე შეცდომების დაშვებისგან თავის არიდებაში.

როგორია არის თქვენი გადაწყვეტილება ახლა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, თქვენ უნდა დაინახოთ თქვენი ზრდა გადაწყვეტილების მიღებაში. შეამოწმეთ და შეაფასეთ თქვენი აზრები, გრძნობები და ქცევა, რაც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ დაკვირვებები თქვენს წარსულზე, რომლებიც გაძლევთ სიცხადესა და შეხედულებას, რათა წინ წახვიდეთ ახალი მიმართულებით.

წყარო: HBR



ისტორიაში უძველესი სამაგიდო თამაშით მომავალს წინასწარმეტყველებდნენ

BOYGAR’S – საერთაშორისო მოდის წამყვანი ბრენდები ერთ სივრცეში