in

რატომაა უარის თქმის უნარი ლიდერებისთვის საჭირო?

საზოგადოებაში არსებობს ე.წ “დიახ მენტალიტეტი”, რომელიც ხშირად თანახმას გვხდის, ვაკეთოთ დამატებითი საქმე, მივიდეთ სამსახურში ადრე და წამოვიდეთ გვიან, ვაკეთოთ ურთულესი პროექტები ხშირად მარტომ და ა.შ ამ მენტალიტეტით გვგონია, რომ უფრო მეტად დაფასებულები ვიქნებით, უფრო მეტად განვვითარდებით და უფრო მეტი სარგებელი გვექნება, საბოლოო ჯამში. თუმცა, რეალურად, ზღვარგადასული არაფერია სასარგებლო და ეს დამატებითი საქმეები მხოლოდ იმიტომ არ უნდა ვაკეთოთ, რომ “არას” თქმა არ შეგვიძლია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გთავაზობთ სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა თქვათ არა იმისთვის, რომ მეტად წარმატებულები იყოთ:

გავლენის გაზრდა

როგორც ლიდერი, თქვენ არ ხართ ინდივიდუალური თანამშრომელი – თქვენ გყავთ გუნდი, რომელიც უნდა მართოთ, ბიუჯეტზე უნდა იზრუნოთ და სხვადასხვა ვალდებულება შეასრულოთ. თუმცა, ამავდროულად თქვენ გაქვთ ოჯახური და სამოქალაქო ვალდებულებებიც.

თუკი “არას” თქმას არ ისწავლით, დაინახავთ, რომ თქვენი გავლენა შემცირდება. ეს კი იმიტომ მოხდება, რომ თქვენი ცხოვრება უამრავი პასუხისმგებლობით და ვალდებულებით დაიტვირთება. მხოლოდ პროფესიულად კი არ გავნებთ ამგვარი მენტალიტეტი, არამედ ხალხმა შეიძლება, არასანდო და არაეფექტურ ლიდერად შეიძლება აღგიქვან. რაც უფრო მეტს აიღებთ საკუთარ თავზე, მით უფრო ავნებთ საკუთარ თავს. ამიტომაც, როდესაც ვინმე თქვენს დროს ითხოვს, აუწყეთ მას, რომ სხვა პრიორიტეტები გაქვთ და არ გცალიათ.

პრიორიტეტების ოპტიმიზაცია

უნდა შეეგუოთ იმას, რომ ადამიანები მოვლენ თქვენთან თავიანთი პრობლემებით და თქვენს დროს მოითხოვენ. თუმცა, თქვენ უნდა შეძლოთ, გადაწყვიტოთ, თქვენს საქმესა და მათ პრობლემებს შორის რომელს მიანიჭებთ პრიორიტეტს. თუკი თქვენ გაქვთ დედლაინი და თქვენს საქმეს ვერ ასწრებთ სხვა საქმეზე გადართვის შემთხვევაში, მაშინ სწრაფადვე უნდა უნდა თქვათ უარი სხვის დახმარებაზე. უნდა ისწავლოთ, რომ ხანდახან თქვენი გუნდის, თქვენი მომხმარებლების, თქვენი ოჯახის წევრების პრობლემები თქვენთვის პრიორიტეტული არ არის და ხშირად მათი მოგვარება თქვენივე პრობლემის წარმოქმნას გამოიწვევს.

დაიბრუნეთ თქვენი დრო

თუკი თქვენ უარის თქმას არ ისწავლით, ხალხს ყოველთვის ეგონება, რომ თქვენი სიკეთით სარგებლობა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ხშირად თქვენს დახმარების სურვილს. ჰენრი ფორდს აქვს ერთი ამგვარი ფრაზა: “მათ, ვინც გასცემს, უნდა დააწესონ ლიმიტი, რადგანაც მიმღები ამას არასდროს აკეთებს.” თუკი არას თქმა ძალიან გერთულებათ, მაშინ თქვენ მაგივრად ეს თქვენმა ასისტენტმა გააკეთოს. ეს მარტივი მათემატიკაა – თქვენ გაქვთ დღეში 24 საათი და საჭიროა, უბრალოდ იცოდეთ, თუ რა პრიორიტეტები გაქვთ.

წყარო: Inc



„ეს ტონიკის პირველი ქართული ბრენდია“ – ბაზარზე „ბუღა ტონიკი“ გამოჩნდა

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბელარუსელ სპეცრაზმელებს ნიღბებს ხსნის