ჩვენ ვხედავთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორ იზრდება ნდობა და მოთხოვნა ჰიბრიდული სწავლების და შესაბამისად, მისი ხელშემწყობი ინსტრუმენტებისადმი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ადამიანები ეყრდნობიან ონლაინ რესურსებს, რათა სასწავლო გეგმის ნაწილად აქციონ.
Google Arts & Culture, რომელიც 2000-ზე მეტ კულტურულ დაწესებულებასთან თანამშრომლობს, უკვე დიდი ხანია, ვირტუალური სწავლების მრავალფეროვან შესაძლებლობას გვთავაზობს. ახლა კი, გამოცდილების გასაუმჯობესებლად, კომპანიამ შექმნა Learn with Google Arts & Culture სტუდენტების, მასწავლებლებისთვისა და მშობლებისთვის განკუთვნილი “კარიბჭე”. ის აერთიანებს ამბებს, ცოდნასა და საგანძურს მთელი მსოფლიოს კულტურული დაწესებულებებიდან.
ახალი ინიციატივა ექსპერტების მიერ შემუშავებულ საგკვეთილო გეგმებს მოიცავს, როგორიცაა კოსმოსური კვლევები, კულტურა, ხელოვნება, ესპანური მემკვიდრეობა, დინოზავრები და შავი ისტორია. აქ გაეცნობით დიდი აფეთქების თეორიას, 3D ისტორიას პრესიტორიულ ცხოველებზე და NASA-ს უახლეს Mars Rover Perseverance-ზე.
როგორც ხედავთ, Learn with Google Arts & Culture თემების ფართო სპექტრს მოიცავს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას, სახალისო და ამაღელვებელი გზით.