in

ტოქსიკური რჩევები და ყალბი ფიტნესსამყარო Virgin Active-ის კამპანიაში

Leave the Cult, Join the Club

BOG
BOG

პროვოკაციულ რეკლამაში Virgin Active მოუწოდებს ადამიანებს, დისტანცირდნენ დამაბნეველი, ტოქსიკური რჩევებისგან, რომელთაც, თითქოს, მათ საკეთილდღეოდ აძლევენ. მუცელზე რომ კუბიკები 30 დღეში შეგიძლიათ გაიჩინოთ, საკვები დანამატები რომ უნდა მიიღოთ წამლების სახით, როლური მოდელებივით იდეალურები რომ უნდა იყოთ, დიეტაც რომ უნდა დაიცვათ… Virgin Active ამ ყველაფრის წინააღმდეგია, ტრენდებითაც დაიღალა, ამიტომ მეტად ჯანსაღ კლუბში შეერთებას გთავაზობთ, სადაც ამ სოციალური წნეხის გარეშე შეძლებთ ვარჯიშს.

Leave the Cult, Join the Club-ის კამპანიაში გვაჩვენებენ, როგორი ყალბი გახდა ფიტნესსამყარო, როგორ გადაიტვირთა სოციალური მედია და როგორ დაიფარა რჩევები, რომლებიც რეალურ პროგრესს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ბრენდი ამ ყველაფრის ანტიდოტად პოზიციონირდება — ჩვენი მესიჯი მარტივია, ჩვენც ძალიან დავიღალეთ ამით… არავის მოუსმინოთ, თქვენი სხეულის გარდა.

საინტერესოა, რომ Virgin Active-ის გზავნილი ბილბორდებზეც გამოჩნდა:

კამპანიაზე კი სააგენტო We Are Pi-მ იმუშავა: 

Memories Log Book უსარგებლო ბარათებს მოგონებებად აქცევს

რას გულისხმობს თიბისისა და სილქნეტის ერთობლივი შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის?