პროექტ JACQUARD-ის ფარგლებში, „გუგლმა“ და „ლევაისმა“ ჭკვიან ჟაკეტს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაამატეს, – გვატყობინებს Android Police. ახალი ფუნქცია, სახელად, „ყოველთვის ერთად“ – “Always Together“ იმისთვის შეიქმნა, რომ სმარტფონის მომხმარებლებს ტელეფონი აღარსად დარჩეთ.
ეს ფუნქცია კი, ასე მუშაობს: როგორც კი, მანძილი ჟაკეტსა და სმარტფონს შორის ზედმეტად დიდი იქნება, გამაფრთხილებელი, ავტომატური სიგნალი ჩაირთვება. ტელეფონზე შეტყობინება მოვა ამის შესახებ, ჟაკეტის სახელოზე მიმაგრებული პატარა მოწყობილობა კი, ვიბრირებას დაიწყებს.
ჯერ კიდევ გასულ წელს, Levi’s-მა დააანონსა, რომ მალე ტანსაცმლის სერიას გამოუშვებდა, რომელშიც Google-ის სენსორები იქნებოდა ჩამონტაჟებული. ჭკვიანი ჟაკეტის შეძენა $350-ადაა შესაძლებელი.
ჭკვიანი ჟაკეტის ახალი ფუნქცია, ანუ სმარტფონები აღარსად დაგრჩებათ! – UPDATE
