in

Leavingstone-ის ”არტეფაქტები” სმარტში

მომხმარებლების ”გულის მოსაგებად” და თავიანთ საქმიანობაში მათი ჩართულობისთვის სხვადასხვა კომპანიები განსხვავებულ აქტივობებს მიმართავენ.

1399480_597546113616584_273375646_oსაკუთარი პროდუქციის ასორტიმენტის წარმოჩენა სპეციალური კამპანიით ამჯერად სუპერმარკეტმა ”სმარტმა” გადაწყვიტა.

სარეკლამო სააგენტო Leavingstone-თან ერთად მოაწყო ”არტეფაქტები”- ხელოვნურად შექმნილი ობიექტი, სადაც მონაწილეებს ექსპრომტად უნდა შეექმნათ ნამუშევარი თემაზე ”სხვა სამყარო”.

იდეის ავტორსა და ორგანიზატორ სააგეტოში ამბობენ, რომ კამპანიის კიდევ ერთი მიზანი მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა იყო.

”გამომდინარე იქედან, რომ ”სმარტი” პოზიციონირდება როგორც “ჩემი სუპერმარკეტი”, გვინდოდა განგვეხორციელებინა კამპანია, რომელიც ხაზს გაუსვამდა სმარტის მეგობრულ და ინდივიდუალურ დამოკიდებულებას განსხვავებული სეგმენტის მომხმარებლისადმი. ამისათვის, გადავწვიტეთ უშუალო online ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოგვეტანა.

აქამდე, თუ facebook-ით ხდებოდა მომხმარებელთან მეგობრული დიალოგის აწყობა ახლა შევედაცეთ მომხმარებელი ჩაგვერთო სახალისო ღონისძიებებში – გაგვეხადა ექსპრომტი გამოფენის თანამონაწილე. ასე ”გაჩნდა” “არტეფაქტები”.

უშრეტი ფანტაზიის მქონე რვა ადამიანს გადავეცით მაკრატელი, ქაღალდის დანა, წებოვანი ლენტა და წებოს. ასევე სპეციალური, 60 ლარიანი ვაუჩერი, რათა შეეძინათ სმარტში არსებული ნებისმიერი პროდუქტი.

1264373_10151875566549695_1959485408_o

მათი გამოყენებით ექსპრომტად შეექმნათ რაიმე ნამუშევარი თემაზე “სხვა სამყარო”. პირველ ”არტეფაქტებში CCA-ს (Centre of Contemporary Art) სტუდენტები მონაწილეობდნენ”, – ამბობს Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე.

ორგანიზატორები კამპანიის შედეგს დადებითად აფასებენ. მათი თქმით, არა თუ ერთი დღით გაახალისეს ”სმარტის” მომხმარებელი, ასევე შექმნეს მასალა, რომელიც 322,000-ზე მეტ მომხმარებლმა იხილა facebook-ზე და სუპერმარკეტის გვერდზე მათი ჩართულობაც 188%-ით გაიზარდა.

თუმცა, იყო კამპანიის ”შეუსრულებელი მისიაც”: ”არ იმუშავა მონაწილეებს შორის დღის ბოლოს გაჩენილმა იდეამ, ერთმანეთზე გადაებათ საწრუპები და 6-7 მეტრის დისტანციიდან დაელიათ სასმელი. რა აღარ სცადეს, ხან დახრა შეცვალეს, ხან მეორე სართულიდან ქვემოთ მიმართეს ხელთნაკეთი ”შლანგი”, მაგრამ არაფერმა გაჭრა”.

ლევან ლეფსვერიძის თქმით, ”არტეფაქტები”, სავარაუდოდ, გაგრძელდება და კამპანია უფრო დახვეწილ სახეს მიიღებს. ამბობს, რომ ”სმარტს” მრავალფეროვანი სეგმენტის მომხმარებელი ჰყავს. ამიტომ, მომავალში მონაწილეების შერჩევა განსხვავებული პროფესიებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით მოხდება.

მთაწმინდის პარკი

”პარკი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად განახლება ესაჭიროება”

რამდენად იყენებენ ქართული კომპანიები სოციალურ მედია-მარკეტინგს?