31
Dec
2018

“საყვარელი საქმის კეთებაში განვვლეთ წელი”- Leavingstone-ის #აზრები

31 Dec 2018

M2


ასე შევაფასებდი წლევანდელ წელს: წყალი მიდგება, მოდგება, თავის საგუბარში ჩადგებაო, ნათქვამია, ეს იყო Leavingstone-ისთვის 2018. ვისწავლეთ ჭკუა, შევცვალეთ ფორმირება, გადავდგით პირველი ნაბიჯები ევროპის ბაზრისკენ, დავიმსახურეთ საუკეთესო ქართული სააგენტოს ტიტული აქ და დავიმსახურეთ საქართველოს ისტორიაში პირველი Webby Award ნიუ-ორკში – რაც გამორჩეულად გვეამაყება. საყვარელი საქმის კეთებაში განვვლეთ წელი, განსაკუთრებული პროექტი ალბათ გახლდათ Fox და მაგთისთვის გაკეთებული კამპანია -“კახეთს ზომბები შემოესივნენ”, სხვაფრივ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა.

განხილვა