in

როგორი იყო 2023 წელი ლივინგსტონისთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო ლივინგსტონის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

ევროპული წელი – ასე შევაფასებდით, ერთი სიტყვით, ამ წელს როგორც ლივინგსტონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. ლოგიკურიცაა, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორს გავყევით ჩვენც და ევროპის მიმართულებით საკმაოდ ბევრი საინტერესო აქტივობა გვქონდა.

„ბავარიის“ ბრენდმა Leavingstone-ის მიერ შექმნილი რეკლამა ევროპის ქვეყნებში რომ გაიტანა ეს თქვენმა მკითხველმა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატიიდან უკვე შეიტყო.

მავე ჰოლდინგმა, საკუთარ პორტფელში არსებული ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი არაალკოჰოლური სასმელის კრეატიული კამპანის კონცეფციის შექმნა და საქართველოში აღსრულებაც გვანდო (ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად მარკეტერზე კამპანიის გამოსვლისთანავე შეიტყობთ, ახლა პოსტ-პროდაქშენის ბოლო ფაზა მიმდინარეობს და ევროპული აუდიტორიის წინაშე კამპანია 2024 წელს წარდგება).

წელს, PWC UK-ის ოფისთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც მოგვეცა და ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე ვიმუშავეთ 4 ქვეყანაში (მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო). ამავე პროექტისთვის შეიქმნა ეს ვებ-გვერდიც, რომელიც საკუთარი პასვორდის სიძლიერეზე დაგაფიქრებთ და იქვე, ძლიერი პასვორდის რეკომენდაციებსაც არ დაიშურებს.

სიმბოლურია ისიც, რომ აღნიშნულ პროექტებს ევროპელი (კერძოდ კი სლოვენიელი) CCO Anze Jereb უძღვებოდა ქართულ გუნდებთან ერთად.

წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჰოლანდიაში Game Soluton Lab -თან (სტუდია, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს) და გერმანიაში Siemens-ის ენერგეტიკის მიმართულებასთან კომპლექსურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ კორპორაციებთან მრავალწლიანი ურთიერთობა სხვა პოტენციური საერთაშორისო დამკვეთების თვალში ჩვენს სანდო პარტნორად პოზიციონირებას უწყობს ხელს.

ევროპელი კინოვარსკვლავი ქართული ბრენდის რეკლამაში? დიახ, ბორჯომის Liquid Myth-ის კამპანიის ფარგლებში ფრანგ მსახიობ Vincent Perez-ს დავუმეგობრდით და ბორჯომის ლეგენდას (და არა მხოლოდ) ვაზიარეთ თინა დალაქიშვილის დახმარებით

ეს კამპანია გამოირჩა ასევე თავისი მასშტაბებითაც. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჯამში 7 დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა. უპრეცენდენტო იყო ასევე კამპანიის მოცვაც. ვიდეო აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ჩაეშვა და მომავალში, კიდევ მეტ ქვეყანაში გააგრძელებს მოგზაურობას.

ICR ჯგუფის ( საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია) 30 წლის იუბილის აღნიშვნისა და მათთვის ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებული კამპანიის შექმნის მონაწილენიც გავხდით. აღნიშნული ჯგუფი საქართველოში არაერთ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს და 30 წლიანი ნიშნულიც საკმაოდ შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკაც დაახლოებით ამდენი წლისაა.

Gen Z- მ ამ წელს თავი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შეუპოვარი ბრძოლით დაგვამახსოვრა.

ჩვენც,  ყველაზე თავისუფალ, სტერეოტიპებთან მებრძოლ და დამოუკიდებელ თაობას ლუდი „რავი“-ს გზავნილი მივაწვდინეთ: ყველაფერი მოსულა, რავი, რატომაც არა?“

სკოლის მოსწავლეებიც არ დაგვვიწყნია და ეს ლამაზი და ამავდროულად, მუსიკალური ვიდეო რგოლიც მათთვის შექმნილ აპლიკაცია hi app -ს მიეძღვნა.

ჩვენ ყველა პროექტი გვიყვარს და უსასრულოდ შეგვიძლია მათზე საუბარი, მაგრამ დროა განვლილი წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი რიცხვითა და ჩვენი პარტნიორი კომპანიების ლოგოებით შევაჯამოთ

მადლობა ლივინგსტონის ყოვლისშემძლე გუნდს, რომ ეს ყველაფერი შევძელით.

2024 წელს ვისურვებდი, რომ “ლივინგსტონის” ოფისის საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნის ამბავი ყოფილიყოს ჩვენი წლის შეჯამების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა.

ამ სურვილის რეალობად ქცევის გარკვეული წინაპირობები უკვე არსებობს და ჩვენც ჩვენი ენერგიისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების სრულად ამ მიზნისკენ მივმართვას ვგეგმავთ.

ერეკლე ზურმუხტაშვილი

ლივინგსტონის აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი.

თეგეტას „ზრუნვის კედელი“ — ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად 

Viber Plus: პრემიუმ სერვისი ექსკლუზიური ფუნქციებითა და პერსონალიზაციის შესაძლებლობით