in

„ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია“ – IRI Georgia-ს და „ლივინგსტონის“ პასუხის პასუხი ახალგაზრდებს

ახალგაზრდები განსაკუთრებით ვამაყობთ იმ ადამიანებით, რომლებმაც ის ღირებულებები და ფასეულობები შემოგვინახეს, რითიც გავიზარდეთ: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, შრომა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, განათლება. . .

bog
bog-mob

მიუხედავად იმისა, რომ მათ ციტატებს დღემდე აქტიურად ვიშველიებთ, სხვებთან კამათის დროს საკუთარი აზრის დასაცავად, მთავარი მაინც გვავიწყდება: ქვეყნის მომავალი ახლა ჩვენს ხელშია და ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში თუ რამის ცვლილება სურთ, ამ სურვილს არჩევნებით, ცივილური გზით აფიქსირებენ.

ბოლო დროს, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდა ამომრჩეველი განსაკუთრებით პასიურია, როცა საქმე არჩევნებში მონაწილეობას ეხება: ჩვენ ხან გვეზარება, ხან არ ვერევით, ხან გვგონია, რომ აზრი არ აქვს და ჩვენი ხმა არაფერს შეცვლის – მოკლედ, არ გველევა მიზეზები, რითიც არჩევნებზე არწასვლას ვამართლებთ.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმართა IRI-მ კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“. შედეგად, კი სულ მალე, „ძახილის“ კამპანია ვიხილეთ.

კამპანიის პირველ ეტაპზე, ფეისბუქის გვერდით დაისვა შეკითხვა: რატომ არ მიდიხართ არჩევნებზე? ასე შეგროვდა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდები ხმის მიცემისგან თავს იკავებენ.

შემდეგ, ამ მიზეზებს სააგენტომ ის ადამიანები დაუპირისპირა, რომლებითაც ასე ვამაყობთ. წარმოიდგინეთ, თუ რას გვეტყოდნენ ის ადამიანები?

როგორც ვიდეორგოლიდან ირკვევა, ამისათვის ქებას ნამდვილად არ დავიმსახურებდით. მეტიც, ილია ჭავჭავაძე, ბარბარე ჯორჯაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კატო მიქელაძე, მემედ აბაშიძე, მარო მაყაშვილი და ვაჟა-ფშაველა, თითქოს, საუკუნეებს მიღმა გვანამუსებენ და მოითხოვენ ჩვენგან პასუხისმგებლობების აღებას; ქვეყნისთვის თავის შეწუხებას და ჩვენს ვითომ მნიშვნელოვან მიზეზებსაც თავიანთი არგუმენტებით 3-წუთიან ვიდეორგოლში გვიბათილებენ.

„გგონია მე დიდი არჩევანი მქონდა? მაგრამ ვიბრძოდი, რადგან მინდოდა, შენ დამოუკიდებელ საქართველოში გეცხოვრა“, გვეუბნება ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მართლაც აანალიზებ, რომ დიახ, მისმა ბრძოლამ შედეგი გვიან, მაგრამ მაინც გამოიღო. და რომ ამჯერად ქვეყნის მომავალი შენს ხელშია.

სრული კამპანიის სანახავად გადადი ბმულზე.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=856838365172716″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

[პარტნიორის კონტენტი]

Blush.ge – თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ახალი პლატფორმა

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის