in

ბასა მეტრეველი Leavingstone-ს კრეატიული დირექტორი გახდა

ბასა მეტრეველი სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამბობს, რომ მისთვის ეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გამოწვევაა, რომელსაც ბოლომდე მიჰყვება.

Redberry-ში გატარებული ლამაზი წლების შემდეგ, სამუშაო გეგმების გარეშე წამოვედი. ცოტა დასვენებისთვის და ერთადერთი გეგმით, რომ 5 წელი მოთრეული 2-წლიანი მაგისტრატურა [ფილოსოფიის ფაკულტეტი], რამენაირად, გამეყვანა ბოლოში და სამაგისტრო ნაშრომისთვის, ბოლოს და ბოლოს, საშველი დამეყენებინა. ამ პროცესში ვიყავი, გამოჩნდა „ლეფსვერა“ [ლევან ლეფსვერიძე] და „ლივინგსტონი“. გავცვალ – გამოვცვალეთ ერთი-ორი სიტყვა: მაგალითად, სად შეიძლებოდა გვეპოვა სამომავლოდ გადაკვეთის წერტილები და ასე ნელ-ნელა, ლაპარაკ-ლაპარაკში მოვედით ბოლოს აქამდე“.

ბასა მეტრეველი, სხვადასხვა დროს, იყო Redberry-ს ციფრული პროდუქტების მენეჯერი, შემდეგ ამ მიმართულების ხელმძღვანელი, „ლივინგსტონში“ გადასვლამდე – სააგენტოს კრეატიული კოპირაიტერი. უფრო ადრე კი – Cavea Cinemas-ს მარკეტინგის მენეჯერი და ბარ Arsad-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორობა, მისთვის, საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს სირთულეებს – „მიყოლას და ამით გართობას ვაპირებ“.

ამბობს, რომ რაც უკვე იცის, მოსაწყენი სამუშაო ნამდვილად არ ელოდება, რაც არა და, საინტერესო იქნება ამის გაგება.

ბასა მეტრეველი: გამოცდილების მიღება და საველე პრაქტიკები კარგი რამე უნდა იყოს. აქამდეც მქონდა შესაძლებლობა, ბევრ კარგ, ჭკვიან, გამოცდილ ადამიანთან ერთად მემუშავა, დავკვირვებოდი, როგორ აკეთებდნენ საქმეს და რაღაცების სწავლა მეცადა მათგან. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

რა შესაძლებლობებს ხედავ ამ ახალ საქმეში?

ვნახოთ, რა იქნება. მეც ძალიან მაინტერესებს, რა გამომივა. რაღაცების ჩემს ჭკუაზე კეთების „დამუღამების“ და მაგაზე დაკვირვებას, რომ საერთოდ მაქვს, თუ – არა. ძალიან მაგარია, რომ თავად „ლივინგსტონი“ შესაძლებლობების სერიოზულ მასშტაბებზე გაშლისა და დატესტვის საშუალებას იძლევა. მიხარია, რომ ბევრი გამოცდილი, თავის საქმის მცოდნე და უბრალოდ, კარგი ადამიანები მხვდებიან აქ. იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვან ცოდნებს, გამოცდილებებსა და ბევრ ნაკეთებ საქმეს დავაგროვებთ და მეც რაღაცაში გამოვადგები აქაურობასა და სამშობლოს.

 

Pinterest საყიდლების სიის ახალ მახასიათებლებს გვთავაზობს

Safe Asset Group-მა, „გალერია თბილისი“, COVID-19-ის გავრცელების კუთხით, უსაფრთხო სავაჭრო ცენტრად აღიარა