„ლივინგსტონმა“ „გურიელის ცივი ჩაისთვის“ ვებგვერდი შექმნა. ეს ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო და პირველი ვიდეორგოლი უკვე ვიხილეთ, დანარჩენი კი, როგორც სააგენტოში ამბობენ, მალე გამოჩნდება. თავად ბრენდი, აბსოლუტურად განსხვავდება „გურიელისგან“. ნაკლებად კონსერვატორული, პირიქით, ინოვიაციური და თანამედროვეა, რომელზეც, ასევე, „ლივინგსტონმა“ იმუშავა: შეურჩია ხასიათი, განწყობა, სეგმენტი და შექმნა „ხუშტურები“ – „მუზის მსგავსი მთავარი პრესონაჟები, რომლებიც ახალ აზრებს შთააგონებენ ადამიანს, „მოეხუშტურებიან“ და სრულიად განსხვავებულ რაღაცებს აკეთებინებენ“.
„ხუშტურები“, რა თქმა უნდა, ვებგვერდის მთავარი პერსონაჟებიც არიან: ცეკვის, პოეეზის, სიმღერის, ხატვის, თამაშ-თამაშის (გამომგონებელი).
ლევან ლეფსვერიძე („ლივინგსტონის“ დამფუძნებელი):არის მომენტები, როცა თავში ახალი იდეა მოგდის, რაღაცას, უცბად, შეხვედრისას „ჩაჯღაბნი“ ბლოკნოტში ან აბსოლუტურად სტანდარტული საქმით ხარ დაკავებული, მაგრამ მოულოდნელად აცეკვდები, ან აგემღერება. ამ ყველაფერს „ხუშტურები“ გაკეთებინებენ, სინამდვილეში მუზები არიან. ისინი, რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ „ცივი ჩაის“ ვებზეც და იქიდან ცდილობენ ადამიანებს შთააგონებას, გამოვიდნენ რუტინიდან და ახლებური ქცევით გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება.”
„ონლაინ“ პლატფორმაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „ხმოვანებას“. „ლივინგსტონმა“ ვებგვერდისთვის შექმნა ხმა და მუსიკა.
„ზოგადად, მუსიკას ბრენდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად აღვიქვამთ. ვთვლით, რომ ის კიდევ უფრო მეტ ემოციას აწვდის აუდიტორიას, მეტ ხასიათს აჩვენებს და მეტ ინფორმაციას გადასცემს. სწორედ ამიტომ, ვებგვერდზე არის მუსიკის სპეციალური კუთხეც. ის მომხმარებელს უკეთე დაანახებს „ცივ ჩაის“, როგორც ბრენდს“.
პროექტის კრეატიული დირექტორი ბექა ადამაშვილია. ამბობს, რომ ვებგვერდი ბრენდის კომუნიკაციის შესაბამისად, ფერადი, მხიარული და არაფორმალურია. როგორც ჩანს, „ლივინგსტონის“ „ხუშტურებმა“ გადაწყვიტეს, რომ სტანდარტულ, ჩარჩოში ჩასმულ ტექსტებზე მეტად, აუდიტორიას ეს ფორმატი უფრო მოეწონება.
ბექა ადამაშვილი: ასეთი ვებგვერდის შექმნის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ისეთი [სტანდარტული] ვებგვერდები ისედაც უამრავია და, თითქმის, არავინ კითხულობს.
M: რა არის მთავარი კონცეფცია და რას ეუბნებით მომხმარებელს?
ბ.ა.: იმის შეხსენება გვინდოდა, რომ ვებგვერდი არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის გასაგებად შეხვალ ან „ჩვენ შესახებ“-ის კატეგორია გექნება, რომელსაც, დიდი ალბათობით, ბევრი არავინ წაიკითხავს. ამის ნაცვლად, „მოგვეხუშტურა“ ბრენდის კომუნიკაციის შესაბამისი ფერადი, მხიარული და არაფორმალური გვერდი, სადაც გაგეღიმება, ითამაშებ, გაერთობი და იმ ინფორმაციასაც გაიგებ, რომელსაც, მკაცრ ჩარჩოში მოქცეულს, ნაკლებად წაიკითხავდი.
M: იმუშავებს ეს ფორმატი?
ბ.ა.: ამის იმედი რომ არ გვქონდეს, ფულის ფლანგვის უკეთეს მეთოდებსაც მოვიფიქრებდით.