7
Mar
2018

ლივინგსტონი ფრენას ახალ სიმაღლეზე იწყებს!

7 Mar 2018

ლივინგსტონი მაღლა ფრენის ახალ ეტაპს იწყებს, დეტალებზე მარკეტერი მმართველ გუნდს ესაუბრა.

გვინდა გაგიზიაროთ მიმდინარე სიახლეები და გაგიმხილოთ სამომავლო გეგმები, რომელიც დავსახეთ ერთი მთავარი მიზნისთვის: ლივინგსტონი ჩამოყალიბდეს და შედგეს გლობალ დონის სააგენტოდ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა კომპანიის უკლებლივ ყველა დეპარტამენტი გადაფორმირდეს ისე, რომ ვიმუშაოთ საერთაშორისო ბაზრისთვის მისაღები სტანდარტებით. მისაღებზე უფრო მეტიც! – დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი სიტყვა ვთქვათ მსოფლიოს მასშტაბით.

ამ დიდი გამოწვევებისკენ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. ამჟამინდელი სიახლეებია:

ამბავი #1 – კონსულტანტები საერთაშორისო გამოცდილებით

წინა კვირის განმავლობაში ჩვენთან საქმიანი ვიზიტით ფოლკერ ვრაგე იმყოფებოდა. მისი ვიზიტები EBRD-ის პროგრამის ნაწილია – სადაც საერთაშორისო დონის კონსულტანტები (სარეკლამო გამოცდილებით ფოლკერ ვრაგე, ხოლო ტექნიკურით – გიორგი მამალაძე) გვეხმარებიან სამუშაო პროცესების სტანდარტიზებაში. ვმუშაობთ job description-ებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, რეპორტინგ არხებზე და ა.შ. ამ ყველაფრის დანერგვა აუცილებელია იმისთვის, რომ აქ არსებული პოზიციები შეესაბამებოდეს ევროპის სააგენტოების სტრუქტურასა და დამკვიდრებულ წესებს. მაგალითად, ჩვენი კრეატიული დირექტორი, დიზაინერი, სტრატეგი, ექაუნთ მენეჯერი, პროჯექტ მენეჯერი, პროგრამისტი, დამლაგებელი, მე, ის, ყველა ლივინგსტონელი… აკეთებდეს იმავეს, რასაც ეს პოზიცია მიღებული სტანდარტებით მოიცავს. აღსანიშნავია, რომ EBRD-ის პროექტი კიდევ გრძლდება და კონსულტანტები განაგრძობენ საქმიან ვიზიტებს.

ამბავი #2 – ბერლინის ბინა

საერთაშორისო გუნდი ვერ გავხდებით იქაურ ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირის გარეშე. ამიტომ, უცხოეთისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით და ბერლინში ლივინგსტონის ბინა ვიქირავეთ. ბერლინი დღეს თვალსადახელსშუა კრეატიული ინდუსტრიის ჰაბად ყალიბდება. ბინა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ლივინგსტონელისთვის. ჩვენი პირობა ასეთია: იპოვნე ბერლინში პროფესიული ვორქშოპი, კონფერენცია, ფესტივალი, სემინარი… და შენს ბერლინურ მოგზაურობას ბინით ჩვენ უზრუნველვყოფთ. გარდა ამისა, ჩვენი კოლეგა მეგობრების დახმარებით ვაპირებთ მოვიძიოთ სტაჟირებები, რათა მაღლამფრენი ლივინგსტონელები რამდენიმე ხნით გადავნერგოთ ბერლინურ სააგენტოებში. ასევე, უკვე დაგეგმილია უცხოელების სტაჟირებები ჩვენთანაც. მოკლედ, ჩვენი გათვლაა გავაჩინოთ რაც შეიძლება მეტი თვითგანვითარების პრაქტიკული წყარო, აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება მრავალფეროვანი გამოცდილებები.

ამბავი #3 – WE ARE HIRING! ! !

აღნიშული ცვლილების მხარდასაჭერად და პარალელურად ორ ფლანგზე საბრძოლველად, ჩნდება ახალი პოზიციების საჭიროება, ამიტომ მარტი ვაკანსიებისა და ახალ ლივინგსტონელთა პოვნის თვედ გამოგვიცხადებია! ვეძებთ ხალხს შემდეგ პოზიცებზე: Creative Director, Digital Creative Director, Art Director, Workflow Manager, Key Account Manager, Project Manager, Developer, Quality Assurance, DevOps…  [ვაკანსიები გამოქვეყნდება კომპანიის Facebook გვერდზე].

ამ დროისათვის სულ ეს იყო, უახლესი ამბებით მალე დაგიბრუნდებით.

განხილვა