სააგენტო „ლივინგსტონის“ ნამუშევარი „გმირობის ნაყოფი“ Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა, National Awareness Campaign-ის კატეგორიაში. კამპანიაზე „ლივინგსტონმა“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და Zinc Network-თან ერთად იმუშავა.
The Anthem Awards-ის დაჯილდოება The Webby Awards-ის მიერ შეიქმნა. ის ნიუ-იორკში ტარდება და დღესდღეობით, ყველაზე დიდ სოციალური ზეგავლენის ჯილდოდ არის აღიარებული. წლევანდელი Anthem Awards-ის ჯილდოს გამარჯვებულები ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიამ IADAS-მა 44 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილედან შეარჩია.
ამ ვიდეორგოლით კამპანია „გმირობის ნაყოფს“ გაგაცნობთ.
კამპანია „გმირობის ნაყოფის“ შესახებ:
„2008 წელს, რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველოს შუაგულში საზღვართან ცხოვრება უკიდურესად საფრთხის შემცველი გახდა. საქართველოს ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ის მიწები, რომლებიც აქამდე თაობებს გადაეცემოდა. ამ დროისთვის, 1033 მოქალაქეა გატაცებული. თუმცა, ზოგიერთი მამაცი ფერმერი ჯერ კიდევ რჩება საფრთხის მიუხედავად და ასაქმებს კიდეც სხვა სოფლების მოსახლეებს თავის ფერმებზე, რათა რეგიონმა არსებობა განაგრძოს. ჩვენ შევიმუშავეთ ბრენდინგი და უნიკალური კამპანია ამ მამაცი ფერმერების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
ამ ფერმერებს წახალისება სჭირდებოდათ და ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ ახალი სადისტრიბუციო და საკომუნიკაციო არხებით. პროდუქტებს ვუწოდეთ – გმირობის ნაყოფი – მათი ვაჟკაცობის ზეიმის აღსანიშნავად და შევქმენით ლოგო – მწვანე ფოთლებისა და კენკრის ყლორტებით დამსხვრეული მავთულებით – რომელიც მათი ურყევი სულის სიმბოლო იქნებოდა.
ჩვენმა შეფუთვამ ისინი გამოაჩინა სუპერმარკეტებში და კამპანია აქტუალური თემა გახადა. მედია ინვესტიციების გარეშე ამ კამპანიას ჰქონდა 2 მილიონი ფეისბუქის შთაბეჭდილება და ჯამში 10 ტონა და 7000 შეფუთვა პროდუქცია გაიყიდა!“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი