თუკი Guinness-ის ვიდეორგოლს, სახელწოდებით Good Times გადავავლებთ თვალს, მასში 2017 წელს, Leavingstone-ის ნამუშევართან დავინახავთ მსგავსებას. Guinness-ის ვიდეორგოლზე Anonymous Content-მა იმუშავა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო ფროდაქშენ სტუდიაა. Leavingstone-მა რეკლამა გამარჯვების გუნდურ სულისკვეთებას ეძღვნებოდა. ის საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის მონაწილეობით შექმნა და მისი მთავარი გზავნილი იყო „ძალა ერთობაშია“. Guinness-ის ეს ვიდეორგოლი Leavingstone-ის კამპანიის რეჟისორმა და ოპერატორმა შენიშნეს. მართლაც, აშკარაა მსგავსება სიუჟეტურ გადაწყვეტასა და ვიზუალური მხარეს შორის.
„სასიამოვნოა, როცა აღმოაჩენ, რომ მსოფლიო დონის პროფესიონალებს შთაგონების წყაროდ ჩვენი 5 წლის წინანდელი ნამუშევარი ედოთ მაგიდაზე. მთელ გუნდს გაგვიხარდა,“ – ამბობს Leavingstone-ის თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე.
მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ „ნატახტარის“ რეკლამა, რომელზეც Leavingstone-მა იმუშავა, 2017 წელს და კიდევ ერთხელ ვიამაყოთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი