in

ქართული სააგენტოების წარმატება KIAF 2021-ზე – ნახეთ შედეგები!

2 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო!

kiaf 2021 winners

კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე “KIAF 2021” ქართულმა სააგენტოებმა, ჯამში, 14 ჯილდო აიღეს. გამარჯვებულთა შორის არიან: Leavingstone, GARNAMATAC, Hans & Gruber და Redberry. 

სააგენტო Leavingstone-მა, ფესტივალზე, 6 ჯილდო მოიპოვა. 1 ოქრო და 3 ვერცხლი, კამპანიისთვის „ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია” (IRI) 1 ვერცხლი, კამპანიისთვის „ახალი წლის დროა”(Zoommer) და 1 ბრინჯაო, კამპანიისთვის „ბრინჯი“ (Zoommer).

2 ბრინჯაოს მედალი აიღო სააგენტო Hans & Gruber-ის ანიმაციამ „ღვინო საქართველოდან“.

სააგენტო Redberry-მ, ჯამში, 4 ჯილდო მოიგო: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო კამპანიისთვის “Happy Miniso New Year“ (Miniso), 1 ვერცხლი კამპანიისთვის “Georgia By Post” (საქართველოს ფოსტა).

2 ჯილდო აიღო სააგენტომ GARNAMATAC, 1 ოქრო – კამპანიისთვის “Tegeta Winter Tires” (Tegeta Motors) და 1 ვერცხლი, კამპანიისთვის “Tegeta Coolant” (Tegeta).

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს, კონკურსის Short List-ში 5 ქართული სააგენტო და მათი ნამუშევრები მოხვდა.

 

 

Deepfake რუკები – როგორ აყალბებს ხელოვნური ინტელექტი სატელიტურ ფოტოებს?

ნახატი, ბაბუს რჩევა და მზეზე ცხოვრება – „გადაწყვეტილების მიღებისას ვცდილობ, ის 4-5 წლის ბავშვი გავხდე“ – გვანცა ჩიჯავაძე