30
May
2016

Leavingstone კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა !

30 May 2016

Elit Electronics
Elit Electronics


lefsveridze- jildoკიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი 26-27 მაისს ჩატარდა. ფესტივალზე 785 ნამუშევარი იყო წარგდენილი, Leavingstone-მა კი მთავარი ჯილდო Old Irish–ის კამპანიით მოიპოვა. სარეკლამო კომპანიის წარმატების შესახებ Leavingstone-ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, ლევან ლეფსვერიძემ „მარკეტერთან“ ისაუბრა.

M: ელოდით გამარჯვებას 

საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდა, მაგრამ გრანპრის მოგება ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. საოცარი გრძნობაა, როდესაც რეგიონის წამყვანი სააგენტოები გულწრფელად გეუბნებიან, რომ „ლივინგსტონის“ ნამუშევარი სამაგალითოა მათთვის. ერთდროულად პროფესიული სიხარულიც გეუფლება და ამაყიც ხარ, რადგან დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს სახელი მრავალჯერ გააჟღერეს სცენაზე.

 

M: ინ იყვნენ თქვენი კონკურენტები?

ფესტივალზე ძირითადად შავიზღვისპრეთის ქვეყნების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გრანპრისთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურეტი OK GO & S7 Airlines – Upside down and inside out გახლდათ. როგორც ერთ-ერთმა ჟიურის პრეზიდენტმა გამიმხილა, საბოლოო კენჭისყრაზე 8 ხმით, 0-ის წინააღმდეგ მოვუგეთ მათ.

M: რა იყო თქვენი უპირატესობა კონკურენტთან შედარებით და ოგორი შეფასებები მიიღეთ?

OK GO-ზე მსჯელობისას ჟიურის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ მშვენიერი კლიპია, მაგრამ არ აქვს ძლიერი იდეა. Old Irish-ის ვიდეოში კი მარტივად იკითხება ის უნიკალური ჩანაფიქრი, რომელზეც მარკეტინგული კამპანია დგას. სარეკლამო ფესტივალებზე კრეატიული კონცეფცია უფრო ფასობს, ვიდრე ლამაზი სპეცეფექტები და მაღალი ბიუჯეტის ხარჯზე მიღწეული უნიკალურობა. თვითონ ღონისძიებაზე აშკარად იგრძნობოდა უკრაინელი კოლეგების ინტერესი და სიმპათიები ქართული სააგენტოების მიმართ.

M: აღსანიშნავია, რომ გრანპრის გარდა კიდევ 5 ჯილდო მოიპოვეთ…  

გრანპრის გარდა, დავიმსახურეთ კიდევ 4 ჯილდო Old Irish-ის კამპანიით:

  1. Best in Category – Out of Home
  2. Best in Category – Branded Content
  3. Best in Category – Industry Categories
  4. Gold – Media.

ასევე, 1 ჯილდო „ნატახტრის“ უსაზღვრო მეგობრობის კამპანიით: Silver – Film

M: რას იტყვით პროექტის გუნდის შესახებ?

ჩემი აზრით, ლივინგსტონის გუნდი არის საუკეთესო მთელს მსოფლიოში. მიხარია რომ ეს ადამიანები ჩემს გვერდით არიან. ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად შემოქმედებითი მოღვაწეობა.

M: ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

ეს ვიდეო Film Asylum-თან ერთად გადავიღეთ. ამ გუნდს სწორი მიდგომები აქვს, რის გამოც მათ ძალიან ვაფასებთ და ყოველთვის სიხარულით ვმუშაობთ ერთმანეთთან. ასევე, დასაფასებელია ნატახტარის მარკეტინგის გუნდი. უკვე ორი წელია, რაც ჩვენი ერთობლივი კამპანიები საუკეთესო ‘მოსავალს’ იმკის, როგორც ლუდის ბაზარზე, ასევე – კრეატიულ სარეკლამო ინდუსტრიაში. პარტნიორული ურთიერთობა და მათი მხრიდან პროფესიული ნდობა აშკარად ისახება საბოლოო შედეგზე.

KIAF 2016

 

„კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი“ (KIAF)  უკვე მე-17 წელს ითვლის და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფესტივალად ითვლება. KIAF-ის ჟიური წელს განსაკუთრებით ძლიერი კადრებით იყო დაკომპლექტებული. ორგანიზატორების მიერ დანერგილი ონლაინ შეფასების სისტემის მეშვეობით, მათ ფესტივალში დიდი რაოდენობით უცხოელი პროფესიონალების ჩართვა მოახერხეს და კატეგორიის პრეზიდენტებად სუპერვარსკვლავები დანიშნეს, რაც თავისთავად, ფესტივალის ხარისხზეც აისახა.



განხილვა