„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, გაგაცნობთ იმ ვიდეორგოლებს Leavingstone-ის პორტფოლიოდან, რომლებიც არამხოლოდ ქართველი აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოექცა, არამედ საერთაშორისო ჯილდოებიც მოიპოვა, მათ შორის, კანის ლომი! ვირტუალური მოგზაურობა ნამდვილ ირლანდიაში, ზომბების მასპინძლობა, საერთაშორისო ოქროს ჰიტის გადმოქართულება და სხვა არაერთი კრეატიული ექსპერიმენტი – ნახეთ და ისიამოვნეთ Leavingstone-ის ნამუშევრებით.
„ოლდ აირიში“ – 100% Virtual Reality
100%-ით ვირტულური რეალობის ლუდსახარში „ნატახტარის“ ბრენდ Old Irish-ის კამპანიისთვის შეიქმნა. კამპანიის ფარგლებში, ქუჩაში გამვლელებმა ვირტუალური რეალობის ცოცხალი თავგადასავალი გამოცადეს. ნამუშევრით სააგენტომ მეორედ მოიპოვა კანის ფესტივალზე ბრინჯაოს ლომი.
იკანოსთვის შექმნილი სარეკლამო რგოლი ცდილობს დაგვანახოს, რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა. სააგენტომ Nirvana-ს ცნობილი სიმღერა Smells Like Teen Spirit ქართული სტილის ფოლკლორულ ნამუშევრად აქცია. სიმღერისა და იდეის შერწყმით კი, გადმოსცა ახალგაზრდული სულისკვეთება – „განიცადე ცხოვრება, რაც შეიძლება, ბევრი ფორმით!“ კამპანიამ London International Awards-ის Music Adaptation-ის კატეგორიასა და ADC*E Awards-ის Music Adaptation-ის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.
გალერია თბილისი – „შემოიარე“
კამპანია გალერია თბილისის გახსნასთან დაკავშირებით შეიქმნა. ლივინგსტონის გუნდმა გადაწყვიტა, ამ დღისთვის, ფერების ნამდვილი დღესასწაული დაეტრიალებინა.
“Working Dead” არის Leavingstone-ის მიერ მაგთისა და Fox-ისთვის შექმნილი სარეკლამო კამპანია გლეხსა და მის მიერ მოშინაურებულ ზომბებზე. კამპანიამ Leavingstone-ს რიგით მეორე ჯილდო მოუტანა Webby Awards-ზე, რომელიც ინტერნეტ-ოსკარად არის აღიარებული.
პანდემიისგან შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ლივინგსტონმა უხილავი მტრის დასამარცხებლად მაინც გაილაშქრა! ზუმერული საახალწლო რეკლამა 3 წუთში გვიყვება მსოფლიოში აქტუალურ რეალობაზე. ამავდროულად, კორონას დამარცხების მომასწავებელი კამპანია სადღესასწაულო მოვლენებითაა სავსე.
Porsche – Taycan Cross Turismo საქართველოშია
Taycan Cross Turismo-სთან ერთად, Leavingstone-მა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მთა და ბარი შემოიარა. ელექტრომობილი ჩვენი ქვეყნის რელიეფს თავისუფლად გაუმკლავდა. მოგზაურობის დასასრულს, ამ ლამაზი თავგადასავალისგან კამპანია შეიქმნა, რომელშიც ჩანს, როგორ დამუხტა პორშეს სული საქართველოს საამაყო ბუნებამ.
ქართულ ბაზარზე ლუდის ახალი ბრენდის „ცივ-ცივი“ წარსადგენად, სააგენტოს მის მეგობრულ ხასიათზე სურდა ხაზგასმა – ლუდზე, რომელსაც აქვს ცინცხალი გემო და ნებისმიერი ხასიათის თანამგზავრობა შეუძლია, ყველაზე წუნია კაცისაც კი.
„ბუნებიდან დიდი ძალა, „ლიკანის“ ბოთლებში ჩაიცალა!“ – მინერალური წყალი „ლიკანისთვის“ Leavingstone-მა ფერადი და პოზიტიური სარეკლამო რგოლი შევქმნა, რათა ადამიანები პოზიტივით დაემუხტა და უშრეტი ენერგიით აევსო.
ენძელასა და იას ამბავს ზუმერის კამპანიაში საბავშვო ლექსად მოგვითხრობენ. კამპანიის გმირები, ყოფილი პარლამენტარი ენძელა მაჭავარიანი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, ფსიქოდელიურ პრერიებში ფაეტონით მგზავრობენ. ასევე, ერთ-ერთი გმირია „გუდამაყრელი ნარუტო“, ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შესრულებით.
ზუმერის ამ საახალწლო ეკლექტური რგოლის მთავარი თემა საჩუქრებია. უფრო კონკრეტულად კი, ის ორი აქტუალური მთავარი შეკითხვა – „ვის ვაჩუქო?“ და „რა ვაჩუქო?“. ზუმერის ინტერგალაქტიკური მაღაზიის დაბნეულ სტუმრებს ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სპეციალურად შექმნილი აპარატი – „ზინდერი“ – ეხმარება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი