“თეგეტა მოტორსს” მობილური პლატფორმა აქვს, საიდანაც მომხმარებლებს საკუთარი მონაცემების მართვა და ვიზიტის დაჯავშნა შეუძლია. აპლიკაცია უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობს. მისი გადმოწერა შეუძლიათ როგორც Android-ის, ისე IOS-ის მომხმარებლებს. აპლიკაცია სააგენტო Leavingstone-მა შექმნა.
მირიან ხომერიკი, Leavingstone, მობილური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “აპლიკაციის საშუალებით სერვისის წინასწარ დაჯავშნაა შესაძლებელი. აპლიკაციაში მომხმარებელი ხედავს ბარათის მონაცემებს, ასევე, რა შესყიდვები ჰქონია, მათ შორის, ავტომობილების მიხედვით, რა თანხა აქვს დახარჯული, რამდენი ქულა აქვს დაგროვებული და ა.შ. ეს არის ის ძირითადი ფუნქციონალები, რითაც გამოირჩევა აპლიკაცია. აპლიკაციაში არის სიახლეები. ეს ნაწილი გაყოფილია ორ ნაწილად: ახალი ამბები და “თეგეტა მოტორსის” ფასდაკლებები. მსგავსი ტიპის აპლიკაცია, რომელიც ავტოსერვისის დაჯავშნის საშუალებას იძლევა, საქართველოში არ არსებობს. თავად პროდუქტი კი, საქართველოსთვის ინოვაციურია.”
კრედიტები:
კლიენტი: თეგეტა მოტორსი
სააგენტო: Leavingstone
პროექტის ხელმძღვანელი: მირიან ხომერიკი
სისტემური არქიტექტორი: ივანე გეგია
UI/UX დიზაინერი: გიგა ამბოკაძე
iOS დეველოპერი: შოთა იორამაშვილი
Android დეველოპერი: გიორგი ჯიბლაძე, აკაკი კაპანაძე
ვებდეველოპერი: ოთარ ალხანიშვილი
ავტორი: თამარ მეფარიშვილი