in

Leavingstone-მა „ინტერნეტის ოსკარი“, The Webby Awards-ის ჯილდო მოიპოვა

ლივინგსტონისდიზაინისა და ციფრული პროექტების გუნდის მიერ Tbilisi Gardens-ისთვის შექმნილმა ვებპროექტმა – SCROLLABLE SKYSCRAPER (სქროლვადი ცათამბჯენი), awwward.com-ზე დღის ვებგვერდად დასახელებისა და CSS Design Award-ის შემდეგ, პირველად, საქართველოს ციფრულ ისტორიაში, The Webby Awards-ის, ინტერნეტის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში – Best User Interface (მომხმარებლის საუკეთესო ინტერფეისი).

BOG
BOG

 

გიორგი ავალიანი, „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი: ვები“ არის პირველი კალიბრის ამერიკული ჯილდო, რაც ჩვენმა ნამუშევარმა დაიმსახურა. ამით აჯილდოებენ არა მხოლოდ სტუდიებსა და სარეკლამო სააგენტოებს, არამედ ზოგადად, ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კომიკოსებს, ცნობილ ხალხს, ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომლებიც ინტერნეტს ამრავალფეროვნებენ თავიანთი კონტენტით, საიტებით, პროექტებით. ძალიან გვიხარია, რომ მოვიგეთ საინტერესო კატეგორიაში – Best user interface design, რაც კარგია იმიტომ, რომ პოლიგონი აღმოჩნდა ჩვენი შემოქმედებითობის გავარჯიშებისთვის დიზაინში. იდეა – ჩვენი ნამუშევარი არის არა ვიდეო ან ტრადიციული რეკლამა, არამედ ვებსაიტი, რომელიც გამოვიდა იმდენად უცნაური, საინტერესო და შთამაგონებელი, რომ იქაც, ამერიკაშიც მოვხიბლეთ ჟიურის წევრები. აქამდე არცერთი პროექტით არ მოგვიგია „ვების“ ჯილდო. რაღაცები აქ იწვევს ხოლმე აღფრთოვანებას – ევროპაში ან აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ოკეანეს იქით, ცოტა რთულად ითარგმნება ხოლმე“.The Webby Awards ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც იმართება International Academy of Digital Arts and Sciences-ის მიერ, წელს უკვე 22-ედ. ჟიურის წარმოადგენს ინდუსტრიის ექსპერტებისა და ტექნოლოგიის ინოვატორების 2000-ზე მეტი ადამიანი. კატეგორიები მოიცავს: ვებსაიტებს, რეკლამასა და მედიას, ონლაინ ფილმსა და ვიდეოს, მობილურ საიტებსა და აპლიკაციებს. „ვების“ ჯილდო არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინტერნეტზე ორიენტირებული ჯილდო, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც: “The Oscars of the Internet“ – „ინტერნეტის ოსკარს“.

The team:
Nick Kumbari
Giorgi Avaliani
Goga Chinchaladze
Anano Miminoshvili
Catherine Meparidze
Mariam Kenkra Surmava
Mishka Pankvelashvili
Misha Tsankashvili
Mamuka Okriashvili

The client:
თბილისი გარდენს / Tbilisi Gardens
http://tbilisigardens.ge/

ადგილი, სადაც ბავშვების ჟრიამული არავის უკვირს! – McDonald’s-ის სახალისო ვიდეორგოლი

Amazon-მა ახალი, მობაილ ვებ ბრაუზერი შექმნა