23
Apr
2019

Leavingstone-ის ვიდეომ The Webby Awards-ის ჯილდო მოიპოვა

23 Apr 2019

Leavingstone-ის მიერ მაგთისა და Fox-ისთვის შექმნილმა ვიდეომ – “Working Dead-მა” ინტერნეტ ოსკარებად წოდებული Webby Awards-ის ჯილდო ვიდეოს კატეგორიაში მოიპოვა. 

ვიდეო გლეხსა და მის მიერ მოშინაურებულ ზომბებზე თავდაპირველად ხუთეულში მოხვდა, შემდეგ კი – 23 აპრილს გამარჯვებული გამოვლინდა. 

“ლივინგსტონი უკვე ზედიზედ მეორე წელია, იღებს ინტერნეტის ოსკარად წოდებულ ამ ჯილდოს. ჩვენი ვიდეო ჟიურიმ შეარჩია რამდენიმე ათასი ნამუშევრიდან და ფინალურ ეტაპზე ხმის მიცემით გამოგვავლინეს გამარჯვებულად. როგორც ჩემთვის, ასევე ლივინგსტონისთვის ამ ჟანრის ვიდეო კონტენტის წარმოება ექსპერიმენტული იყო. ძალიან ბედნიერი ვარ და მეამაყება, რომ ჩვენი ასეთი ახლებური ნამუშევარი ოკეანის მიღმაც წარმატებულია.”მელი ბაღდავაძე, აღმასრულებელი პროდუსერი 

“მას მერე, რაც ავალას ლამაზ ტვინში კახელი ზომბების ამბავი დაიბადა, ვფიქრობდით, რა სახით მიგვეტანა აუდიტორიასთან ეს ისტორია. თავიდან რეგიონალური მედიის საშუალებით fake news-სად გავრცელება გვქონდა მიზნად, მაგრამ მალევე გადავწყვიტეთ, ჩვენი ბაზრისთვის უჩვეულო ფორმატში გვეცადა ბედი და გოგიტას ამბავმა Mockumentary-ს მანტია მოისხა. ამბის გალამაზებისთვის საქმეში მინდია არაბულის კალამიც ჩავრთეთ და გადაწვყვიტეთ, სარეჟისორო ნაწილიც ჩვენს თავზე აგვეღო. ამ ამბავშვი გამოუცდელობა მელის დიდმა გამოცდილებამ დააბალანსა და ასე დაიბადა Working Dead. რაც შეეხება Webby-ს, სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ კახელი ზომბების ისტორია ოკეანის გადაღმაც ეამებოდათ ამბის ეგზოტიკურობის გამო და მართალიც აღმოვჩნდი.”გიორგი მეშველიანი, სცენარის ავტორი და რეჟისორი

ზომბები კახეთში

კახეთში გლეხმა ზომბები მოიშინაურა 😱ნახეთ FOX-ისა და Leavingstone-ის ერთობლივი სიუჟეტი გოგიტა მამაცაშვილის შესახებ 🎥

Gepostet von MagtiCom – მაგთიკომი am Dienstag, 6. November 2018

განხილვა