„ისთ ფოინთში“ ბოულინგის ცენტრი Lebowski Bowl Club გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესმა არ გაამართლა და რამდენიმე ასეთი ცენტრი დაიხურა, პროექტის ორგანიზატორების აზრით, ქალაქში, სადაც
აქტიური ახალგაზრდობა ცხოვრობს, მსგავსი კლუბის არსებობა აუცილებელია.
„ „Lebowski ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია. ძმებმა კოენებმა ეს პერსონაჟი შექმნეს თავისი ლეგენდარული ფილმისთის The Big Lebowski, რომელიც დღემდე საკულტო ფილმად ითვლება. The Dude არის უნიკალური პიროვნება, რომელსაც ცხოვრებაში თავისი ღირებულებები და პრინციპები გააჩნია. Lebowski Bowl Club ძალიან მალე საზოგადოებას გააცნობს The Dude-ის თავისებურ ვერსიას, რომელსაც, რა თქმა უნდა, მის პროტაგონისტთან ბევრი საერთო ექნება, მთავარი მახასიათებელი კი რაც ამ 2 პერსონაჟს დააკავშირებს, არის ბოულინგის დიდი სიყვარული“,- ამბობს „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი თეა ლომინაძე.
M: ვინ ახორციელებს ამ პროექტს თბილისში?
„Lebowski Bowl Club-ის პროექტი “ისთ ფოინთის” მმართველ გუნდს ეკუთვნის, კონცეფციაზე და ინტერიერის დიზაინზე იმუშავა Olive Design-მა, ხოლო ბრენდის მარკეტინგული ნაწილი Windfor’s Communication-ის შემოქმედებითი ნაყოფია.
M: თბილისში რამდენიმე ბოულინგ ცენტრი დაიხურა, ამ ბიზნესმა არ გაამართლა. რატომ მიიღეთ Lebowski-ის ბოულინგ ცენტრის გახნის გადაწყვეტილება? თვლით, რომ გაამართლებს ეს პროექტი?
Lebowski Bowl Club-ის გახსნის მიზეზი ბევრია. პირველ რიგში, თბილისში, ამ ეტაპზე, სხვა ამ მასშტაბის ბოულინგ ცენტრი არ არსებობს, და ქალაქში, სადაც აქტიური ახალგაზრდობა ცხოვრობს, ასეთი კლუბის არსებობა აუცილებელია. Lebowski Bowl Club მდებარეობს დიდ სავაჭრო და გასართობ ქალაქში. შესაბამისად, საჭიროა „შოპინგისა“ და აქტიური გართობის ბალანსის დაცვა.

არიან ადამიანები, ვისაც არ უყვარს „საშოპინგოდ“ სიარული. თუმცა, იძულებულები არიან მშობლებს, მეუღლეებს ან მეგობრებს კომპანია გაუწიონ. ასეთ დროს სანამ „შოპაჰოლიკები“ საყიდლებზე დადიან. ამ ადამიანებს, ლოდინის ნაცვლად, შეუძლიათ დრო ბოულინგის ან ბილიარდის თამაშით გაიყვანონ.
M: სპორტის ეს სახეობა ჩვენთან ძალიან პოპულარული არ არის. როგორ აპირებთ მომხმარებლის ქცევის შეცვლას?
Lebowski Bowl Club-ის სტუმრობა არ ნიშნავს მხოლოდ ბოულინგის თამაშს, Lebowski მომხმარებლებს აწვდის უნიკალურ შეგრძნებასა და lifestyle-ს. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ცხოვრების სტილის დანერგვაა.

Lebowski Bowl Club მომხმარებლებს სთავაზობს ბოულინგის 12 პროფესიონალურ ბილიკს, პულისა და რუსული ბილიარდის მაგიდებს, ამერიკული კონცეფციის კაფე-რესტორანს. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ჰოლივუდის ფილმიდან ქართულ რეალობაში გადმოტანილ ბოულინგის კლუბში იგრძნოს თავი.









