ლუდის Stella Artois რეკლამაში მსახიობები ჯეფ ბრიჯესი და სარა ჯესიკა პარკერი გამოჩნდნენ. მსახიობები მაყურებლის საყვარელ პერსონაჟებს, ჯეფრი ლებოვსკისა და კერი ბრედშოუს განასახიერებენ. რესტორნის პერსონალს ჯერ გლამურულ კაბაში გამოწყობილი კერი ბრედშოუ აკვირვებს, რომელიც საყვარელი კოქტეილის, “კოსმოპოლიტენის” ნაცვლად, ლუდს ირჩევს. მას დიდი ლებოვსკი მოჰყვება, რომელიც კოქტეილს “თეთრი რუსი” ლუდს ამჯობინებს. “კარგი არჩევანია” – ბრედშოუ ჯეფრის მიმართავს. “ცვლილებები სასარგებლოა” – პასუხობს ლებოვსკი.











