ლებრონ ჯეიმსი, კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა, Canyon Bicycles-ის რეკლამაში გამოჩნდა. მასში ის ახმოვანებს მკაფიო მესიჯს, რომ საჭიროა ვიპოვოთ ჩვენი თავისუფლება და ვიყოთ დამოუკიდებლები, რაშიც ეს პატარა ორბორბლიანი ტრანსპორტი ძალიან დაგვეხმარება. მაყურებლებს მოუწოდებს მართონ ველოსიპედები და გადალახონ ყველა საზღვარი და ბარიერი რაც წინ შემოხვდებათ.
ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეორგოლში ლებრონ ჯეიმსი და ახალგაზრდა ველოსიპედისტი გადიან ქალაქიდან, ხან მთაში არიან, ხანაც კლდეების პირას, დღისით თუ ღამით ველოსიპედებს დააქროლებენ და აღწევენ ახალ სიმაღლეებს, ახალ ადგილებს, ახალ მიზნებს ისახავენ გადასალახად. რაც უფრო წინ მიიწევენ, უფრო მეტის სურვილი უჩნდებათ. რეკლამაში ხაზგასმულია ბრძოლის ჟინისა და საკუთარი თავის რწმენის აუცილებლობა მიზნების მისაღწევად.