12
Feb
2019

როგორი იქნება ლეჩკომბინატის ტერიტორია 2021 წლიდან?!

12 Feb 2019

ჭავჭავაძის #5-ში, ლეჩკომბინატის სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, 2021 წელს უნდა დასრულდეს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ გამყრელიძე ამბობს, მრავალპროფილური კლინიკა ტერიტორიის შიდა მხარეს განთავსდება, წინ კი ხელოვნების გალერეა აშენდება. ამ ორ შენობას, ერთმანეთისგან, საზოგადოებრივი პარკი გაყოფს.

„ამ ტერიტორიაზე შემუშავდა რამოდენიმე პროექტი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ პარკს დაეთმოს, რაც ჩვენი აზრით, ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო შედეგს მოიტანს. ტერიტორიის წინა ნაწილში, ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს, სადაც დატოვებულია ძველი შენობის ფრაგმენტი, განთავსდება ხელოვნების გალერეა/მუზეუმი, ხოლო უკანა მხარეს მოეწყობა 4 სართულიანი, მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიებით“. სწორედ ამ ამ ორ შენობას გაყოფს ერთმანეთისაგან, დაახლოებით, ერთ ჰექტარზე განთავსებული, საზოგადოებრივი პარკი “.

სანამ ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს, არტისტებმა, სამშენებლო ღობე, სამომავლო პარკის თემატიკით მოხატეს.

„ვინაიდან მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, დიდი ხნით სამშენებლო ღობის ყურება კი საკმაოდ მოსაწყენი, გადავწყვიტეთ, გაგვეხალისებინა საერთო განწყობა და სამშენებლო ღობე, სამომავლო პარკის იდეის თემატიკით მოგვეხატა. ნახატი, საბოლოოდ, 15-16 თებერვალს დასრულდება. პროექტი Niko • ნიკო-სთან კოლაბორაციით განვახორციელეთ“.

 

განხილვა