3
Jun
2019

ბოტასები Led განათებით – Balenciaga-ს ახალი ტრენდი

3 Jun 2019

ესპანური მოდის სახლი Balenciaga, მომხმარებელს, ერთი შეხედვით, უცნაურ ტენდენციებს ხშირად სთავაზობს. ამჯერად, ბრენდმა ახალი ბოტასი წარადგინა, ქუსლთან  Led განათებით, რომელიც ფერს რამდენჯერმე იცვლის.

Photo Credits: hypebeast.com

სანამ ერთ-ერთი რუსი მომღერლის გულშემატკივრები ბრენდის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას გადადგომას ითხოვენ, რადგან დიზაინერმა მათ კუმირს მოუწოდა, ყველგან და ყოველთვის ნუ აღნიშნავს, რომ მისი დიზაინით შექმნილი სამოსი აცვია, Balenciaga მომხმარებლებს სიახლეებით ანებივრებს და ამავდროულად, წარსულსაც ახსენებს – მოდის გამოცემები წერენ, რომ ბრენდის ახალი ბოტასები კიდევ ერთხელ დააბრუნებს მათ ძველ დროში, როდესაც, ბოტასების უკანა მხარეს, სიარულისას, Led განათების ნაცვლად, ბატარეები ციმციმებდა. დემნა გვასალიას გადადგომის მოთხოვნა კი Balenciaga-მ, როგორც ჩანს, იმდენად არასერიოზულად მიიჩნია, განცხადებაც არ გაუკეთებია. 

Photo Credit: Balenciaga

Photo Credit: Balenciaga

ახალი ბოტასები, ბუნებრივია, შეზღდული რაოდენოიბთ გამოვიდა და $995 ღირს.

 

 

განხილვა