in

Led დაფა – რეკლამის განთავსების კიდევ ერთი შესაძლებლობა

საქართველოში გარე რეკლამაზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს. თუმცა, მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ნაკლებად აქვს. განსაკუთრებით შეზღუდულია არჩევანი დაფებისა და ლაით ბოქსების კუთხით.

EOS  ჯგუფს ადგილობრივი ბაზრისთვის უცნობი Led  დაფა ”შემოაქვს”. ეს არის მინის ან აკრილისაგან დამზადებული სხვადახვა ზომის დაფები. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მათი პირდაპირი სეგმენტი ბარ-რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროებია. EOS  ჯგუფის წარმომადგენლის გიორგი პეტაშვილის თქმით, სურთ ჩაანაცვლონ ის ხის დაფები, რომლებზეც რესტორნებსა და კაფეებში მენიუ წერია.

ledboard3Led  დაფაზე სპეციალური მარკერის საშუალებით შესაძლოა განთავსდეს ნებისმიერი წარწერა ან ნახატი.

შეტყობინების განათება სხვადასხვა ფერსა და რეჟიმში ხდება, ამის რეგულირება კი დისტანციურად, პულტის საშუალებითაა შესაძლებელი. დაფაზე შიგნიდან დამონტაჟებულია ნათურები, მათი ციმციმის ინტენსივობის დარეგულირებაც შეიძლება. ნებისმიერ დროს შესაძლებელია არსებული შეტყობინების მარტივად წაშლა და ახალი შეტყობინების განთავსება.

ledboardთქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ფერები კვირის სხვადასხვა დღეებში. დაფა ძალიან მსუბუქია. მარტივია მისი ტრანსპორტირება. ყიდვისას ვიძლევით 6 თვიან გრანტიას. იცვლება დაფის შიდა და გარე ფონი.

გვაქვს დასაკიდი და ფეხზე დასადები, ცალმხრივი ან ორმხრივი, სხვადასხვა ზომისა და განსხვავებული მასალისაგან დამზადებული პროდუქტი. შესაბამისად, გასხვავებულია მათი ფასებიც. მათი ღირებულება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით 280 ლარიდან 450 ლარამდეა”- ამბობს გიორგი პეტაშვილი.

კომპანიაში თვლიან, რომ Led  დაფები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პროდუქციას კონკურენციას ნამდვილად გაუწევს. მათი თქმით, თუ ხის დაფები უფრო იაფია, ახალი პროდუქტი უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, არის ინოვაციური და მარტივად აღსაქმელი.

გიორგი პეტრიაშვილი ასევე ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, მხოლოდ კვების ობიექტების, სასტუმროებისა და დიდი სუპერმარკეტების სეგმენტზე მუშაობენ. მისი თქმით, Led  დაფების გამოყენება, გარე რეკლამის გარდა, თვითონ დაწესებულებაშიც შეიძლება. სწორედ ასეთ პირობას სთავაზობენ სავაჭრო ობიექტებს ან ღამის კლუბებს. სამომავლოდ საბავშვო ბაღებისა და დაბადების დღის ცენტრებისთვისაც აპირებენ საკუთარი პროდუქტის შეთავაზებას.

”ჩვენ პირდაპირ მწარმოებელი ქარხნიდან მოგვაქვს ეს პროდუქტი, ამიტომ არის ძალიან ხარისხიანი. ვუზრუველყოფთ აქ ჩამოტანას, ამ ყველაფრის შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძვირია ჩვენი პროდუქტი.

Johhnie Walker-ის მოგზაურობის ისტორია

თბილისში 24 საათიანი ფიტნეს ცენტრი იხსნება