29
Jun
2017

ლედი გაგა მასწავლებლის როლში და გახარებული ბავშვები – მომღერლის კამპანია განათლების მხარდასაჭერად

29 Jun 2017

Elit Electronics


ლედი გაგა მასწავლებლის როლს ირგებს და თავისი საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში, განათლების მხარდასაჭერ კამპანიას აგრძელებს. ამჯერად, ცნობილი მომღერალი კომპანია Staples-ის დახმარებით, რომელმაც უკვე 2 მილიონი დოლარი გამოყო, თავად ესტუმრა ლოს-ანჯელესის Walter Reed Middle School-ს და მეშვიდე, მეექვსე კლასის მოსწავლეები ვიზიტით საოცრად გაახარა. გარდა იმისა, რომ გაგას საქმიანობის მთავარი მიზანი, ბავშვებისთვის საჭირო განათლების მისაღებად ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებაა, ის ასევე უფრო პოზიტიური და შემოქმედებითი მიდგომების დანერგვასაც ცდილობს სკოლებში. მომღერალმა ბავშვებს თავად ჩაუტარა გაკვეთილი სადაც ძირითადად იმაზე საუბრობდნენ, თუ ვის რა გეგმები ჰქონდა ცხოვრებაში და როგორ აპირებდნენ ამ მიზნების განხორციელებას. გაკვეთილი ძალიან მხიარული და აქტიური გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორსაც ლედი გაგა ემხრობა.

 

განხილვა