in

რატომ შეიქმნა ღვინის ეტიკეტი თევზისა და სხვა ილუსტრაციებით?

Left Field Wines-საც ერთი რამ სურდა, ბრენდისთვის უნიკალური ხმა და პერსონაჟი შეექმნა, რათა ბაზარზე გამორჩეული ადგილი დაემკვიდრებინა… ამ მიზნით კი Aaron Pollock Design და სტივენ ნობელი გაერთიანდნენ. იდეა ილუსტრაციების სერიის შექმნა იყო, ოღონდ ნაკლებად სერიოზულის, რათა ახალი ზედანდიის კვლევის, შემოქმედებითობისა თუ წარმოსახვის თავისუფალი მიდგომა აესახათ. თანაც სწორედ ეს ეთოსია Left Field Wines-ის მეღვინეებისთვის დამახასიათებელი, უბრალოდ საჭირო იყო, ილუსტრაციებს მსგავსი სულისკვეთება აღებეჭდა.

BOG
BOG

უნდა ვაღიაროთ, სტივენ ნობელს ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოუვიდა. შექმნა ნამუშევრები, რომლებიც X-Acto დანებით დაფაზე ხელით იყო ამოჭრილი. შედეგიც უნიკალური გამოდგა, რომელიც მშვენივრად ესადაგება ერთდროულად რაღაც მოულოდნელს, უცნაურსა და მშვენიერს, იუმორისა თუ მოულოდნელი სიურპრიზების მომენტებით. ეტიკეტზე ნახავთ Flamingo Urchin-ის, Flying Fish Squid-ის, Crab Squid-ისა და the Hatching Deer-ის ილუსტრაციებს.

ერთი შეხედვით კი უცნაურია ღვინის შეფუთვაზე თევზების, რვაფეხების, ფლამინგოებისა და ირმების დანახვა, თუმცა სწორედ ასე შეძლო Left Field Wines-მა დასახული მიზნის მიღწევა, დაემკვიდრებინა გამორჩეული სახელი ბაზარზე…

ლიბერთიმ „ტოპქარდის“ პორტფელი შეიძინა

გენერირებულია AI-ს მიერ: „ნოვას” ვიდეორგოლი სახურავების ევოლუციაზე გვიყვება