in

ლეგენდარული ამერიკული ჟღერადობა თანამედროვე სახლისთვის

ზოგჯერ მხოლოდ ერთ სიმღერასაც კი შეუძლია განწყობის მთლიანად შეცვლა. მას შეუძლია ნოსტალგიური მოგონებები გაგიღვიძოთ, ენერგიით აგავსოთ ან მშვიდი და დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმნას. მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახთან ერთად სახლში მყუდრო საღამოს ატარებთ, მეგობრებს მასპინძლობთ თუ ტერასაზე წვეულებას აწყობთ – მუსიკა ამ მომენტებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სწორედ იმ ემოციასა და სიღრმეს გადმოსცემს, რაც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.

რატომ ვეგუებით წლების განმავლობაში უხარისხო ჟღერადობას? 

სწრაფად ვამჩნევთ, როცა სმარტფონი მოძველებულია: კამერა უკვე ისე კარგად აღარ იღებს, ელემენტი უფრო სწრაფად იცლება, აპლიკაციები კი უფრო ნელა მუშაობს. საშუალო ხარისხის ჟღერადობას კი ხშირად იმდენად ვეჩვევით, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას ყურადღებას საერთოდ აღარ ვაქცევთ. შედეგად, წლების განმავლობაში იმავე ძველ დინამიკს ან ტელევიზორში ჩაშენებულ დინამიკებს ვიყენებთ. 

საქმე ისაა, რომ კარგი ჟღერადობა ყოველთვის აუცილებლობად არ აღიქმება. თუმცა ხმის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, მუსიკისა და ფილმებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და მთლიანად სახლში შექმნილ ატმოსფეროზე. 

Klipsch: ლეგენდარული ამერიკული ჟღერადობა 80-წლიანი ისტორიით 

Klipsch-ის ისტორია 1946 წელს დაიწყო, როდესაც ინჟინერმა პოლ კლიფშმა ამბიციური მიზანი დაისახა – სახლის აუდიოსისტემის ჟღერადობა მაქსიმალურად დაეახლოებინა ცოცხალ შესრულებასთან. სწორედ ამ პრინციპმა განსაზღვრა ბრენდის განვითარება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ხოლო გამორჩეული დიზაინი Klipsch-ის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა.

თანამედროვე Klipsch-ის დინამიკები – The One Plus და The Three Plus – ამ ტრადიციას აგრძელებენ და ინტერიერს ბუნებრივად ერწყმიან. ორივე მოდელი Heritage Inspired სერიის სამაგიდო აუდიოსისტემებს მიეკუთვნება. მათი დიზაინი გასული საუკუნის შუა პერიოდის ესთეტიკით არის შთაგონებული. მწარმოებელი იყენებს: 

  • ნატურალური ხის შპონს; 
  • ქსოვილის დამცავ ბადეს; 
  • შეხებისას სასიამოვნო რეგულატორებსა და გადამრთველებს. 

ეს მოდელები რეტრო ესთეტიკას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებენ და ხელმისაწვდომია Matt Black და Walnut ფერებში. The One Plus და The Three Plus ჰარმონიულად ერწყმიან როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ინტერიერს. 

ერთი მოწყობილობა – მრავალი შესაძლებლობა 

Klipsch-ის სამაგიდო აუდიოსისტემების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მათი მრავალფუნქციურობაა. მუსიკის მოსასმენად საკმარისია სმარტფონი, პლანშეტი ან ლეპტოპი დინამიკს Bluetooth-ის საშუალებით დაუკავშიროთ. ხოლო თუ ანალოგურ ჟღერადობას ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ ვინილის ფირსაკრავიც პირდაპირ მიაერთოთ. 

The One Plus შესანიშნავი არჩევანია სამუშაო კაბინეტისთვის, საძინებლისთვის ან პატარა მისაღები ოთახისთვის. ეს Klipsch-ის კომპაქტური დინამიკია, რომლის ხმის მაქსიმალური დონე 103 დბ-ს აღწევს. ის ელექტროქსელიდან მუშაობს, თუმცა კომპაქტური ზომის წყალობით მისი ერთი ოთახიდან მეორეში გადატანა მარტივია. მისი საშუალებით შეგიძლიათ კომფორტულად მოუსმინოთ მუსიკასა და პოდკასტებს, ასევე უყუროთ ფილმებსა და YouTube-ის ვიდეოებს. 

Klipsch The Three Plus უსადენო დინამიკი ელექტროქსელს უერთდება, თქვენს მოწყობილობებს კი Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება. ხმის მაქსიმალური დონე 106 დბ-ს აღწევს, ამიტომ მოდელი ფართო სივრცეებისთვისაც შესაფერისია. ეს დინამიკი შეიძლება სახლის აუდიოსისტემის მთავარ ელემენტად იქცეს. მას აქვს Phono/RCA შესაერთებელი ჩაშენებული ფონოკორექტორით, რაც საშუალებას გაძლევთ, ვინილის ფირსაკრავი დამატებითი გამაძლიერებლებისა და ადაპტერების გარეშე შეაერთოთ.

წლების განმავლობაში ტექნოლოგიები იცვლება, თუმცა საყვარელი მუსიკის მაღალი ხარისხით მოსმენის სურვილი უცვლელი რჩება. Klipsch უკვე 80 წელია ამტკიცებს, რომ ხარისხიანი ჟღერადობა, გამოყენების სიმარტივე და დახვეწილი დიზაინი აქტუალობას არ კარგავს. საქართველოში ამ ბრენდის სახლის აუდიოტექნიკის შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ. კომპანია გთავაზობთ ორიგინალურ პროდუქციას ოფიციალური გარანტიით, ხოლო სპეციალისტები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს და დაგეხმარებიან სახლისთვის შესაფერისი მოდელის შერჩევაში. 

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისის 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიებაზე ნათელა გრიგალაშვილმა კულტურული მეხსიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა

Google Docs-ის 20 ფუნქცია, რომლებიც შეიძლება ჯერ არ გამოგიყენებიათ