ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები ცნობილია. მათ შორის ორი სააგენტო Holmes & Watson-ის კოპირაიტერია – 2020 წლის საუკეთესო სამეული ასეთია:
- I ადგილი – გოდერძი გორგილაძე(თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „ავტობუსი #37“
- II ადგილი – დავით კილაძე(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Holmes & Watson-ის კოპირაიტერი) – „ბროშკა“
- III ადგილი – ანი კილაძე – (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Holmes & Watson-ის კოპირაიტერი) – „ასიმბიოზი“
„ვულოცავთ სამივე გამარჯვებულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამივე მათგანს გადასცემს ფულად პრიზს – 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით, ხოლო კომპანია „სილქნეტი“ ტელეფონებით დააჯილდოებს მათ. მადლობა ლეგენდის 2020 წლის ყველა მონაწილეს და ჟიურის წევრებს, მიუხედავად პანდემიისა წლევანდელი ლეგენდა შედგა, წარმატებით ვაგრძელებთ ახალი სახეების, სახელების და ხელწერის აღმოჩენას“.
სტუდენტური კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალისტები, ტრადიციულად, ოქტომბერში გამოავლინეს.