in

რა შედეგებით დასრულდა “შემოდგომის ლეგენდა 2019”?

25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “სილქნეტის” ერთობლივი ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა 2019” ფინალური საღამო ჩატარდა. იმპროვიზაციული ტურიდან ამ საღამომდე მონაწილეები მოუთმენლად ელოდნენ შედეგებს და, რაღა დაგიმალოთ – ჩვენც, ვინც ამ კონკურსს გამუდმებით ვადევნებთ თვალყურს. 3 საუკეთესო ჟიურის (ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ზაალ ჩხეიძე, თეკლა ერემეიშვილი) სწორედ რომ ზემოხსენებულ ტურში დაწერილი მოთხრობებით უნდა შეერჩიათ.

BOG
BOG

გამარჯვებულთა სია კი ასეთია:

I ადგილი – ცოტნე ავსაჯანიშვილი – “ციგანიადა”


II ადგილი – ნინი ბუკია – “უჰ, მოვიდნენ გემებით”


III ადგილი – დავით კილაძე – “9 სიცოცხლე”

ნინი და დავითი “შემოდგომის ლეგენდაზე” პირველად მონაწილეობდნენ, რაც შეეხება ცოტნეს, მან მესამედ სცადა ბედი ამ კონკურსში და გაუმართლა კიდეც. წინა წელს იგი კონკურსის მესამეადგილოსანი გახდა.

გამარჯვებულებს “სილქნეტისგან” სპეციალური პრიზები გადაეცათ. კონკურსის საპრიზო თანხა კი სამ გამარჯვებულზე ამგვარად გადანაწილდა:

1⃣ ადგილი – 1000 ლარი
2⃣ ადგილი – 700 ლარი
3⃣ ადგილი – 500 ლარი

აქვე აღსანიშნავია, რომ 10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდა, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

ამგვარად დასრულდა “შემოდგომის ლეგენდა 2019”. ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, მომავალ შემოდგომას დაველოდოთ და ახალ ათეულს ვუგულშემატკივროთ.

როგორია მფრინავი მტვერსასრუტი – ამერიკელი ინჟინრების ექსპერიმენტი

საიდან ვიღებთ შთაგონებას?! – ქართველი დიზაინერები საკუთარ ინსპირაციაზე