in

19 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

დინამო თბილისის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართება.

Sports Orient-ის ორგანიზებითა და კომპანია კროკობეთის მხარდაჭერით, ლეგენდების მატჩი დინამო თბილისსა და ამსტერდამის აიაქსს შორის ჩატარდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების რეალიზება 15 სექტემბრიდან დაიწყო და მათი შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ბილეთები ხელმისაწვდომია შემდეგ  საფასო კატეგორიებში – 10, 15, 20, 25 და 30 ლარი. 

თამაშის დღეს, სტადიონის მიმდებარედ და უშუალოდ მოედანზე არაერთი გასართობი აქტივობა იგეგმება. თბილისის დინამოს ინიციატივით, ლეგენდების მატჩის ბილეთების მფლობელებს, საფეხბურთო ზეიმში მონაწილეობასთან ერთად შანსი ეძლევათ მოიგონ უახლესი Mini Cooper-ი.

მოგახსენებთ, რომ ლეგენდების მატჩში ორივე გუნდის მხრიდან არაერთი წარსულში ცნობილი და ვარსკვლავური მოთამაშე იქნება წარმოდგენილი. 

მათ შორის იქნებიან: რაფაელ ვან დერ ვაარტი, მაარტენ სტეკელენბურგი, რონალდ დე ბური, რაიან ბაბელი, გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი მერებაშვილი და ა.შ

დინამო თბილისისა და ამსტერდამის აიაქსის ლეგენდების მატჩის მედია პარტნიორია Croco.ge.

[R]

Heineken-მა მივიწყებულ სახურავებს მიაკითხა

UNESCO-მ „მოპარული კულტურული ობიექტების ვირტუალური მუზეუმი“ შექმნა