კომპანია “ლეგი” ბეტონის ნაკეთობების საწარმოა საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ლეგი ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი , რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, ტაქტილური ფილაა , მისი წარმოება კომპანიამ პირველსავე წელს დაიწყო. „ლეგის“ მარკეტინგის მენეჯერი, დიანა ტარიელაძე გვიყვება, რომ მთავარი მიზანი მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნა იყო.
.
„პირველად იაპონიაში, 1967 წლის 18 მარტს, სეიჩი მიაკიმ გამოიგონა ტაქტილური ფილა, უსინათლოებისთვის. „ლეგის“ თანამედროვე, ევროპული მიდგომა აქვს და ცდილობს, მაქსიმალურად ადაპტირებული და კომფორტული გახადოს გარემო ყველასთვის. სწორედ ამიტომ, 2011 წლიდან კომპანია „ლეგი“ ქმნის ტაქტილურ ფილებს უსინათლოებისთვის“.
ამ ფილებით, ალბათ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია ადაპტირებული ტროტუარები. ეკოლოგიურად რამდენად უსაფრთხოა?
დიანა ტარიელაძე: მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ ბათუმში უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკების უმრავლესობა ადაპტირებულია „ლეგის“ ტაქტილური ფილებით, ასევე ხობის ცენტრალური პარკიც. სამომავლოდ კი გვსურს, წვლილი შევიტანოთ, ქვეყნის მაშტაბით, სრულად ადაპტირებულ გარემოს შექმნაში. რაც შეეხება ეკოლოგიურობას, „ლეგის“ წარმოებული ექსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები ეკოლოგიურად უსაფრთხო, ევრო სტანდარტების შესაბამისია.

ხელოვნური დაბრკოლება ხომ არ გექმნებათ ამ მნიშვნელოვანი საკითხის უფრო ეფექტურად განხორციელებაში?
სამწუხაროდ, მრავალი ფაქტია, როცა მძღოლები ავტომობილებს ტროტუარებზე აჩერებენ და ფარავენ ზუსტად იმ ბილიკს, რომელიც ადაპტირებულია უსინათლოებისთვის. ასევე, საზოგადოება ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, თუ რისთვის არის განკუთვნილი ეს ფილა. ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობებითა და სოციალური მედიის მეშვეობით, გავავრცელოთ ინფორმაცია, თუ რა დანიშნულება აქვს ტაქტილურ ფილას. აქვე, მოვუწოდებ თქვენს მკითხველს ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს www.legi.ge, სადაც შეძლებენ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას, თუ რატომ სჯობს ეზოს, სკვერის, თუ ქუჩების მოპირკეთებისას არჩევანი გავაკეთოთ ფილაზე.
[პარტნიორის კონტენტი]












