in

რას ასწავლის LEGO-ს 1974 წლის ინსტრუქცია მარკეტერებს?

მას შემდეგ, რაც ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა, უამრავი ტრენდული თუ ვირუსული აკვიატების მომსწრენი ვართ. რაღაცები დიდხანს ინარჩუნებს აქტუალობას, ზოგიერთი წამოწყება კი სულ რამდენიმე დღეში გვავიწყდება — უბრალოდ არის ისეთი ამბებიც, რომლებიც ფუნდამენტურ ადგილს იკავებს კაცობრიობის კოლექტიურ მეხსიერებაში. დღეს სწორედ ერთ-ერთ მსგავს შემთხვევაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც LEGO-ს 1974 წლის ინსტრუქციამ სრული გადატრიალება მოახდინა ბრენდის აღქმაში…

ზოგადად, ლეგოს ინსტრუქციები ყოველთვის კრეატიულობით გამოირჩევა, რადგან „უბრალო“ კუბიკების ყველაზე გასაოცარი შესაძლებლობების დემონსტრაციისკენაა მიმართული. თუმცა 1974 წლის ინსტრუქციამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, როგორც მარკეტინგის სწორი გაკვეთილი.

„შექმნის სურვილი ყველა ბავშვში ერთნაირად ძლიერია, ბიჭებსა და გოგონებში. ეს არის ფანტაზია, რომელიც მნიშვნელოვანია. ეს არ არის უნარი. შენ ააშენებ ყველაფერს, რაც კი თავში მოგივა და თანაც ისე, როგორც გინდა. საწოლს ან სატვირთო მანქანას; თოჯინების სახლს ან კოსმოსურ ხომალდს. ბევრ ბიჭს მოსწონს თოჯინების სახლები, რადგან ისინი უფრო ახლოსაა ადამიანთან, ვიდრე კოსმოსური ხომალდები. ასევე, ბევრ გოგონას ურჩევნია კოსმოსური ხომალდები — თოჯინების სახლზე მეტად ის აინტერესებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ხელში სწორი მასალა მოაქციოთ, რათა იმის შექმნის საშუალება მისცეთ, რისი მოწოდებაც აქვთ“.

აი, ეს არის ჯერ კიდევ 70-იან წლებში შემუშავებული ინსტრუქცია, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი ძალიან თანამედროვედ ჩანს. იმდენადაც კი, ბევრი მომხმარებელი მის ავთენტურობაზე დაობდა, თუმცა ლეგომ განაცხადა: დიახ, ეს ტექსტი 1974 წლიდანაა და ბროშურის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც LEGO-ს თოჯინების მრავალფეროვან პროდუქტს ასახავდა. ტექსტი დღემდე აქტუალურია — ჩვენი ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო და ახლაც არის კრეატიული თამაშის გამოცდილებისკენ. ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ, შექმნან ის, რაც უნდათ“.

ბრენდის მშენებლობის გაკვეთილები…

პირველი — მარკეტინგის პერსპექტივიდან, ინსტრუქცია ავთენტურობისა და ღირებულებების ძალას ეხება. ჩვენს დროში კომპანიებს შეუძლიათ, მწვავედ წამოჭრან სოციალური საკითხები. ცხადია, ბიზნესის მფლობელებმა ფრთხილად უნდა აირჩიონ გზა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სათამაშოების სათამაშოების ინსტრუქციის მოძველებულმა სახელმძღვანელო ამდენ ინტერესს იჩენს კომპანიის მიმართ, ამ რეალობის მეორე მხარეს უსვამს ხაზს.

როდესაც ბრენდი ღირებულებებზე საუბრობს, ამას შეიძლება ნეგატიური ემოციები მოჰყვეს, მაგრამ როდესაც ამას პროდუქტთან და ძირითად ბიზნესთან შესაბამისობაში აკეთებთ, სანაცვლოდ ლოიალობას და სიყვარულს იღებთ.

მეორე გაკვეთილი მკაფიო, თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი ფასეულობების არსებობის თუ გამოხატვის სარგებლის დროულ შეხსენებას ეხება — ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, საკუთარი შემოქმედებითი ხედვა ღიად გამოავლინონ. ბავშვთა ფსიქოლოგმა, ელისონ გოპნიკმაც აღნიშნა, რომ მშობლები შვილების ფორმირებას არ უნდა ცდილობდნენ — სანაცვლოდ, იდეალური პირობები უნდა შეუქმნან ბუნებრივი გამოხატვისთვის.

„ეს არის აუჩქარებელი და განუწყვეტელი დროის ერთობლიობა, რომელიც სივრცეებსა და მასალებს აერთიანებს. ის წარმართავს გონებას, ხელებს და იწვევს შემოქმედებით აზროვნებას. ამიტომაც, მიეცით დრო და კუბიკები, დატოვეთ მარტო, რათა კრეატიული ხედვა განივითარონ“, — ამბობს მხატვარი ურსულა კოლბე.

საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

რესტორანი „მაისი“ – „დამალული განძი“, რომელსაც ყაზბეგში სტუმრობისას აღმოაჩენთ