in

LEGO 90 წლის იუბილეს ყველა ასაკის მშენებელთან ერთად აღნიშნავს

წლის ბოლოს LEGO უკვე 90 წლის ხდება! იუბილეს აღსანიშნავად კი ახალი კამპანიაც წამოიწყო, რითაც ყველა ასაკის ადამიანს თამაშისა და შემოქმედებითობის ღირებულებას ახსენებს. ამ გზავნილს კი ხაზს პატარა ფილმით, სახელწოდებით „ჩვენ ყველა მშენებლები ვართ“, უსვამს. 

ვიდეოში ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა ინჟინრებისა და არქიტექტორების როლს ირგებენ, ბავშვობაში LEGO-ების დახმარებით შემოქმედებითობის უნარს ივითარებდნენ… თამაშსა და წარმოსახვას კი, თავის მხრივ, გამოხატვის თავისუფლების ფორმად თვლიან, რაც უკვე ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი გრძნობები უკეთ გამოხატონ და ამასთან, ჯანსაღი ურთიერთოებებიც დაამყარონ.

LEGO-ს ისტორიაშიც გვამოგზაურებენ და გვაჩვენებენ გზას ხის სათამაშოების მწარმოებლიდან, პოპ კულტურის ფერად და კრეატიულ კომპლექტებში გადასვლამდე… ვხედავთ, რომ LEGO ამ 90 წლის განმავლობაში არა მარტო ბავშვებისთვის საყვარელ სათამაშოების მწარმოებლად ჩამოყალიბდა, არამედ ვნებად, რომელიც დროსაც კი აჭარბებს…

საინტერესოა ისიც, რომ კამპანია 30 ქვეყანაში, 55 000 ბავშვისა და მშობლის კვლევის შედეგად შექმნეს. მათი უმეტესობა კი თვლიდა, რომ ბავშვთა განვითარებისთვის LEGO-ებით თამაში მნიშვნელოვანი იყო. ეს მათ ისეთი უნარების განვითარებაშიც ეხმარებოდა, როგორიცაა კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა.

CONTACT — „პირველი ვიდეო კონტენტ სააგენტო საქართველოში“

მარწყვის ტორტი ხომ არ გინდა?