in

Lego-სგან დამზადებულ პრინტერს ადამიანის კანის ნიმუშის შექმნა შეუძლია!

დიახ, Lego-მ უკვე მეცნიერებაშიც შეაბიჯა… ბიოლოგიური კვლევებისთვის ადამიანების ქსოვილის ნიმუშების წარმოება არც ისე მარტივი საკითხია… თანაც, არც სპეციფიკური ზომისა და ტიპის ქსოვილის ნიმუშის პოვნაა ადვილი. ახლა კი მეცნიერებმა ამ პრობლემის გადაჭრა ბიუჯეტური, მარტივად ხელმისაწვდომი პრინტერის შექმნით გადაწყვიტეს, რომელსაც ნიმუშების შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სათამაშოების დახმარებით შეეძლება.

M2
M2

3D ბიობეჭდვა კი კონკრეტული საკითხის გადაჭრას გვთავაზობს, რომლის ტექნოლოგია ე. წ. ბიო-მელნის ჩატვირთვასაც გულისხმობს. საბოლოოდ 3D სტრუქტურებს ვიღებთ, რომელთა მიზანიც ბიოლოგიური ქსოვილის კომპლექსური დეტალების გამეორებაა. ბიობეჭდვის ტექნოლოგია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, ჯანსაღი და დაავადებული ქსოვილების შესასწავლად ისეთი მოდელები შექმნან, რომლის შედარებაც მარტივი იქნება. 

თუმცა თუ აქამდე ათასობით დოლარი იყო მსგავსი შედეგის მისაღებად საჭირო, ახლა მეცნიერებმა 3D ბიოპრინტერი მეტად ბიუჯეტურად შექმნეს, დიახ, ლეგოს გამოყენებით. მისი აგება 624 დოლარი დაუჯდათ და სიზუსტის ზუსტად იმ დონეს გვთავაზობს, რომელიც ბიოლოგიური მასალებისთვისაა საჭირო. თანაც, ამას საკმაოდ მარტივად აკეთებს — პროგრამირებული მოძრაობებით უჯრედების ფენები იქმნება, რათა ადამიანის ქსოვილის 3D სტრუქტურა გაიმეოროს და ფენა-ფენაზე დაადოს.

ეს ყველაფერი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არსებული მკურნალობის მეთოდებზე გადახედვისა და უკეთესი თერაპიების შემუშავების საშუალებას მოგვცემს. ხოლო Lego ბიოპრინტერის ავტორებს სურთ, მალე ტექნოლოგია ისე განავითარონ, რომ მეცნიერებს ინოვაციური კვლევების ჩატარების საშუალება მისცენ, რაც საბოლოოდ ბიოლოგიის უკეთეს ცოდნამდე და ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე მიგვიყვანს. 

#სადანროგორ გავერთოთ 28-30 აპრილს — ღონისძიებების კალენდარი

3 წელი პირველი გასქროლვიდან — როგორ შეიცვალა ქალაქში მიკრომობილობა