in

LEGO-მ ბრაილის შრიფტის კუბიკები შექმნა

LEGO ბავშვებისთვის, გასართობთან ერთად, სწავლისა და კრეატიული აზროვნების განვითარების საშუალებადაც იქცა. ასე ვთქვათ, ეს კუბიკები იმდენადვე მასტიმულირებელია გონებისთვის, რამდენადაც მტკივნეულია ფეხისთვის… ახლა კი ბრენდმა ბრაილის შრიფტზე დაფუძნებული კუბიკები გამოუშვა — სერია მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებს საშუალებას მისცემს, ჩვეულებრივ ითამაშონ და ყველა ის ღირებულება მიიღონ, რასაც ლეგო აერთიანებს.

287 ფერადი კუბიკისგან შემდგარი კომპლექტი, რომელიც 6+ წლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თამაშისა და სწავლის სინთეზს წარმოადგენს. კერძოდ, მათზე ბრაილის შრიფტით დატანილია შესაბამისი ციფრები და ასოები, რათა ბავშვებმა მათთვის მისაღები გზით შეძლონ სწავლა. ამავდროულად, მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ბრაილის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია — მისი მეშვეობით, იმატებს დამოუკიდებლობის, განათლების მიღებისა და შემდგომში დასაქმების შანსი. სწორედ ამის წახალისებისკენაა ბრენდი მიმართული, რათა მცირე ასაკიდანვე დააინტერესოს ბავშვები აღნიშნული საკითხით.

ნახეთ: Nature inFocus Photography Awards 2023-ის გამარჯვებულები

რატომ უნდა იმეგობრონ ბრენდებმა „ჰეითერებთან“?