in

LEGO საშობაო თილისმა „კატაკლაუსს“ ახალი რეკლამით გვაცნობს

BOG
BOG

LEGO-მ სადღესასწაულო სეზონისთვის მომხიბვლელი კატის თილისმა წარმოგვიდგინა, რომელიც, როგორც დღესასწაულს შეეფერება, სმოკინგშია გამოწყობილი. Cataclaws, ანუ კუბიკებისგან შექმნილი ბრენდის ელჩი, მსოფლიოში მოგზაურობს და დღესასწაულის ჩვეულებრივ მშვიდ მომენტებს შემოქმედებითობითა და ოჯახური კავშირებით სავსე თავგადასავლებად აქცევს. 

ამ თავგადასავლების მომსწრენი კი ლეგოს ფილმით ჩვენც ვხვდებით, რაც ბრენდის 20-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტსა და უნიკალურ ნაგებობებს მოიცავს. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ლეგოს საყვარელ გმირებსაც დაინახავთ და დარწმუნდებით კიდეც, რომ კატაკლაუსის შესაძლებლობები კოსმოსშიც აღწევს:

Cataclaws ბავშვების შემოქმედებითობის ძალას წარმოაჩენს. გვახსენებს, რომ არ არსებობს საზღვარი, რომელთანაც ჩვენი წარმოსახვა ლეგოს კუბიკებით მშენებლობისას მიგვიყვანს. იგი თამაშის მეშვეობით ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად განსაკუთრებული მომენტების შექმნაში გვეხმარება. კამპანიის მიზანი კი შემდეგია: აჩვენოს საშობაო სეზონის ბედნიერება და როლი, რომელსაც ამ პროცესში LEGO თამაშობს, — აცხადებს კარლო კავალონი, LEGO Agency-ის VP.

საახალწლო განწყობა მეტად ხელშესახები რომ გამხდარიყო, ლეგომ მაღაზიებში მომხმარებლებს საშობაო კატის საკუთარი ვერსიის შექმნის საშუალებასაც აძლევს. აქ არც ყოველწლიური Build to Give-ის ინიციატივა ავიწყდება, რომლითაც მშენებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობას სთავაზობს, ლეგოს კუბიკების გამოყენებით გულები შექმნან. მომხმარებლებმა შემდეგ თავიანთი ნამუშევრები სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #BuildToGive უნდა გააზიარონ. თითოეული გულით კი, რომელსაც ლეგო 31 დეკემბრამდე მიიღებს, ბავშვებს დაეხმარება, რომლებიც კლინიკებში იმყოფებიან ან მოწყვლადი საზოგადოების წევრები არიან… 

Meta AI-ით იმ მომხმარებლებს აღმოაჩენს, რომლებიც ინსტაგრამზე ასაკს იტყუებიან

როგორ დავეხმაროთ თანამშრომელს პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში