in

LEGO-მ სიყვარული „კუბიკებად დაშალა“

LEGO-მ, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური გამოშვება შექმნა — „პაემნის ღამე ყუთში“. შეფუთვა აერთიანებს მისალოც ბარათებს, სასაუბრო ბარათებს და კუბიკებისგან შექმნილ გულის ფორმის საკეტს. ეს უკანასკნელი სიმბოლურად გამოხატავს წყვილის განუყოფელ კავშირს. გარდა ამისა, ყუთი მოიცავს ყვავილს და ჭიქის სადგამებს.

„დღეს წყვილებს აკლიათ რომანტიკული პაემნები, მრავალფეროვანი და სახალისო გამოცდილებით. ჩვენი ინიციატივით კი ვცდილობთ, დროებით მაინც ჩამოვაშოროთ ეკრანებს და ისეთ საქმიანობაში ჩავრთოთ, რომელიც მათ შემოქმედებითობას თუ პირად კავშირს მეტად აძლიერებს“, — აღნიშნავს როჰან მათური, LEGO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

აქვე დასძენს, რომ ლეგოს კონსტრუქციები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სათამაშო. სანაცვლოდ, ბრენდი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი მოგონებები შეიქმნან და გააძლიერონ ურთიერთობები.

ეკატერინე ქადაგიშვილი – #პირველისამსახური

#AItool: როგორ დავაგენერიროთ ვიზუალები უფასოდ BlueWillow-ზე