სილვერსტოუნი ფორმულა 1-ის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში უამრავი კულტურული მომენტის მომსწრე გამხდარა, თუმცა ცოტა ხნის წინ გამართულმა British Grand Prix-მა მაინც მოახერხა რაღაც უპრეცედენტოს გაკეთება. როდესაც გამარჯვებულმა ლანდო ნორისმა თასი მაღლა ასწია, ვერცხლის ნაცნობი სიმძიმე 2717-მა საგულდაგულოდ დალაგებულმა LEGO-ს კუბიკებმა ჩაანაცვლა! ჩათვალეთ, რომ ლეგენდარული RAC თასის ასლია. ასე კი ლეგომ ბავშვობის ნოსტალგია ჩემპიონატის ატრიბუტად აქცია და როგორღაც ისეც მოახერხა, რომ ტრადიციებისთვისაც მიეგო პატივი და სრულიად გადაეაზრებინა იგი.

LEGO-ს დიზაინერმა სამუელ ლილტორპ ჯონსონმა, რომელიც მთელი ცხოვრება ფორმულა 1-ით არის გატაცებული, თასის დიზაინის დახვეწას თვეები მოანდომა. სურდა ისეთი ყოფილიყო, რომ შამპანურით გაჟღენთილი ზეიმის ქაოსისთვის გაეძლო და, ამასთან, ყველაზე პრესტიჟული თასების სიმძიმის შესაბამისიც ყოფილიყო. შედეგად კი ფუნქციური დიზაინის შედევრს ვიღებთ, რომელიც უბრალო სათამაშოებისგანაა აგებული. სიგრძე 59 სანტიმეტრია, წონა კი 2 კილოგრამს აღწევს.


ჯონსონმა, 7-კაციან გუნდთან ერთად, თასს 210 საათი მოანდომა. ყოველი კუბიკი ლეგოს კატალოგიდან აიღო, რაც თეორიულად იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია ფორმულა 1-ის თასის სახლში შექმნა…

აღსანიშნავია, რომ ორიგინალ RAC Trophy-ზე ჯუზეპე ფარინადან დაწყებული ლუის ჰამილტონამდე გაერთიანებული სამეფოს ყველა გრან-პრის გამარჯვებულის სახელია ამოტვიფრული. ჯონსონის ლეგო ინტერპრეტაცია კი ზუსტად იმეორებს თავდაპირველი თასის დეტალებს…

მეორე და მესამე ადგილის მფლობელთა თასები წითელი და ლურჯი დეტალებითაა წარმოდგენილი, ხოლო კონსტრუქტორის თასი მუქი ლურჯითა და ოქროსფერი აქცენტებით, რითაც ჯილდოების ერთობლიობას ქმნის და Silverstone-ის ფონზე წარმოჩინდება.

დაბოლოს, ფორმულა 1-ის ლეგოს თასის გამოშვებისთვის იდეალური დრო შეარჩიეს, რადგან F1 ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვაზე ზრუნავს, ლეგო კი ის არის, რაც მათ ძალიან უყვართ…










