სერიალ “მეგობრების” მოყვარულთათვის LEGO-ს კარგი ამბავი აქვს! სულ ცოტა ხნის წინ მან, ამ სერიალზე დაყრდნობით 2048 ნაწილიანი კომპლექტი შექმნა. ეს კომპლექტი აერთიანებს არამხოლოდ პერსონაჟებსა და აპარტამენტებს, ნივთებს, არამედ მოიცავს კონკრეტულ სიუჟეტებსაც.
”ჩვენ ვმუშაობდით უშუალოდ გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით, ასევე, ძალიან ბევრჯერ ვუყურეთ უამრავ ეპიზოდს, რათა რაც შეიძლება მეტად ხატოვანი მომენტის აღბეჭდვა შეგვძლებოდა,” – ამბობენ ლეგოში.
“მეგობრების” კომპლექტი ამჟამად მხოლოდ LEGO VIP წევრებისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი LEGO-ს მაღაზიებში 2021 წლის 1 ივნისიდან იქნება.