12
Aug
2019

სერიალ Friends-ის შთაგონებით, LEGO-მ სპეციალური ნაკრები შექმნა

12 Aug 2019

LEGO-მ კონსტრუქტორის ეს ნაკრები სერიალ Friends-ის ინსპირაციით შექმნა. სერიალის პირველი სეზონის გამოშვებიდან 25 წელი გამოვიდა. ამის მიუხედავად, ის კვლავაც არ კარგავს პოპულარობას და ახალ-ახალ გულშემატკივრებსაც იძენს. “ლეგოს” ნაკრებში ყველაფერი დეტალურადაა გათვალისწინებული, რაც ტელეშოუს ატმოსფეროს შეუქმნის მფლობელს: ჯოუის მამაკაცის ჩანთა, ჩენდლერის ნოუთბუქი, ფიბის გიტარა… ნაკრებით შეგიძლიათ ააწყოთ კაფე Central Perk, სადაც ასე უყვარდათ სიარული სერიალის გმირებს. მასში შვიდი ფიგურაა გათვალისწინებული: რეიჩელი, მონიკა, ფიბი, როსი, ჩენდლერი, ჯოუი და ჰანტერი. ასევე, არის მაგიდაც, რომლის გარშემოც სხდებოდნენ ხოლმე სერიალის პერსოჯაჟები და ის სცენაც, რომელზეც ფიბი გამოდიოდა. საერთო ჯამში, კონსტრუქტორი 1000-მდე დეტალს მოიცავს. ნაკრები 1-ლი სექტემბრიდან გაიყიდება და $70 ეღირება.

განხილვა