in

LEGO-ს უიშვიათესი ოქროს ნიღაბი საწყობში შემთხვევით აღმოაჩინეს

ცოტა ხნის წინ დასავლეთ პენსილვანიაში Goodwill-ის საწყობში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყუთი იპოვეს, თუმცა იგი სამკაულებით აღმოჩნდა სავსე… მათ შორის ერთ-ერთი LEGO-ს უიშვიათესი 14-კარატიანი ოქროს ნაწილი იყო — დაახლოებით 2.5 სანტიმეტრია, მსოფლიოში მხოლოდ 30 ერთეული არსებობს და მას Bionicle Golden Kanohi Hau Mask-ს უწოდებენ. 

2001 წლის Bionicle-ის სერიების ნაწილია, რომლითაც ბრენდმა ტრადიციული სამშენებლო კუბიკებისგან გადახვევა შესთავაზა მომხმარებლებს, მეტად კომპლექსური და ნარატივზე ორიენტირებული გამოცდილებით ჩაანაცვლა იგი Technic-ის ელემენტების გამოყენებით. ოქროს ნიღბები სპეციალური გამოშვების ნაწილი იყო, ზოგიერთი საჩუქრადაც მისცეს LEGO-ს თანამშრომლებს, ზოგიც კი კონკურსების პრიზებად გამოიყენეს.

და როგორ მოხდა ასეთი ძვირფასი ნივთი საწყობში? აქ Goodwill-ისთვის შემოწირული ნივთები ინახებოდა, თუმცა ვინ და როდის მიიტანა იქ, ეს არ ვიცით… ხოლო, როგორც კი აღმოაჩინეს და გაიგეს მისი ნამდვილი ღირებულება, დრო აღარ დაკარგეს და ShopGoodwill-ის აუქციონზე გაიტანეს — ფასმა 33 000 დოლარს მიაღწია! შემოსული თანხა კი ქსელის მისიას დაეთმობა, რომელიც სხვების დახმარებაში მდგომარეობს.

The P is for Performance — პინტერესტის კამპანია

რატომ გვიჭირს ახალი იდეების მიღება?